ზიდანის 2 კანდიდატი, რომელმაც "რეალში" ბენზემა უნდა შეცვალოს

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / გერმანია / იტალია / ტრანსფერები 04-იან, 18:029 GioToServe 1540 0





ზიდანის 2 კანდიდატი, რომელმაც "რეალში" ბენზემა უნდა შეცვალოს


“ESPORT.GE”-ს ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი “ინტერის“ ფორვარდის მაურო იკარდის ან „ლაიფციგის“ თავდამსხმელის ტიმო ვერნერის „სამეფო გუნდში“ გადმოყვანას გეგმავს. ფრანგი მთავარი მწვრთნელი ზემოხსენებულ ფეხბურთელებში კარიმ ბენზემას პოტენციურ ჩამნაცვლებლებს ხედავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზიდანი ბენზემას შემცვლელის მოძებნას არც გეგმავდა. ცოტა ხნის წინ, იგი კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს შეხვდა. შეხვედრაზე ფორვარდების შედეგიანობა განიხილეს და როგორც ჩანს, სპეციალისტმა აზრი შეიცვალა.

დღეისათვის, მადრიდის „რეალის“ მთავარ პრიორიტეტად „ინტერის“ თავდამსხმელი მაურო იკარდი და „ლაიფციგის“ ფორვარდი ტიმო ვერნერი სახელდებიან. ჩვენი ინფორმაციით, მადრიდული კლუბის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ ორივე ფეხბურთელის პირად აგენტებს.


ზიდანის 2 კანდიდატი, რომელმაც "რეალში" ბენზემა უნდა შეცვალოს



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა