სიახლეები / ფეხბურთი / გერმანია / იტალია / ტრანსფერები
ოფიციალურად: "შალკემ" იჯარის წესით "იუვენტუსის" ფეხბურთელი შემოიერთა

ოფიციალურად: "შალკემ" იჯარის წესით "იუვენტუსის" ფეხბურთელი შემოიერთა


„იუვენტუსის“ 22 წლის ფორვარდი მარკო პიაცა ოფიციალურად გახდა „შალკეს“ ფეხბურთელი.

გუშინ, ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, შემდგომ კი გერმანულ გუნდთან ნახევარწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი - იგი „შალკეში“ ჯერ-ჯერობით იჯარის წესით ითამაშებს. ამასთან, „შალკეს“ ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება არ აქვს მინიჭებული.

შეგახსენებთ, რომ ხორვატი თავდამსხმელის „იუვენტუსის“ შემადგენლობაშია, მაგრამ მიმდინარე სეზონში მოედანზე არ გამოსულა. უპირველეს ყოვლისა ამის მიზეზი ის ტრავმაა, რომელსაც ფეხბურთელი დიდი ხნის განმავლობაში იშუშებდა.












კომენტარის დამატება