სიახლეები / ჩოგბურთი / WTA / ავსტრალიის ღია პირველობა
ითამაშებს თუ არა სერენა უილიამსი 2018 წლის "ავსტრალიის ღია პირველობაზე" ?

„ავსტრალიის ღია პირველობის“ მოქმედი ჩემპიონი ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი წლის პირველ „დიდი მუზარადის“ ტურნირს გამოტოვებს. მან ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღო და მელბურნში აღარ ითამაშებს. შვილის დაბადების შემდგომ, სერენა უილიამსს ავსტრალიაში პირველი ოფიციალური ტურნირი უნდა გაემართა.

„მე შემიძლია ვითამაშო, მაგრამ უბრალოდ არ მსურს, რომ ვიასპარეზო. უფრო მეტის მიღწევა მინდა, ამისათვის კი უფრო მეტი დრო დამჭირდება.“ - განაცხადა ამერიკელმა ჩოგბურთელმა.

2018 წლის „ავსტრალიის ღია პირველობის“ დასრულების შემდგომ, სერენა უილიამსი „WTA“ რეიტინგიდან მთლიანად ამოვარდება და ყველაფრის ხელახლა - 0 ქულიდან დაწყება მოუწევს.












კომენტარის დამატება