სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / საფრანგეთი / ტრანსფერები
"პსჟ" "რეალის" ვარსკვლავს 60 მილიონიან ანაზღაურებას პირდება

"პსჟ" "რეალის" ვარსკვლავს 60 მილიონიან ანაზღაურებას პირდება


“ESPORT.GE”-ს ინფორმაციით, „პ.ს.ჟ.“-ს მთავარი სამიზნე მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ გახდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 32 წლის პორტუგალიელმა დროის მცირე მონაკვეთში 3 ახალი კლუბისგან მიიღო განსხვავებული შეთავაზება. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნულ სამ კლუბში „პ.ს.ჟ.“-ც მოიაზრება. პარიზული კლუბი მზადაა პორტუგალიელისთვის ანაზღაურების სახით, წელიწადში 60 მილიონი ევროს გადასახდელად.

ცნობილია, რომ ფრანგული და მადრიდული კლუბების პოტენციურ გარიგებაში, „პ.ს.ჟ.“-ს ფორვარდი ედინსონ კავანიც ფიგურირებს.

მიმდინარე სეზონში, „სამეფო გუნდის“ შემადგენლობაში, კრიშტიანუ რონალდუმ 22 შეხვედრა ჩაატარა. მან 16 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემითაც გამოიჩინა თავი.











კომენტარის დამატება