"ლივერპულის" ნახევარმცველი კარიერას "იუვენტუსში" განაგრძობს

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი / იტალია / ტრანსფერები 05-იან, 15:069 GioToServe 902 0





"ლივერპულის" ნახევარმცველი კარიერას "იუვენტუსში" განაგრძობს


“ESPORT.GE”-ს ინფორმაციით, „ლივერპულის“ ნახევარმცველი ემრე ჯანი კარიერას „იუვენტუსში“ განაგრძობს.

ჩვენი ინფორმაციით, გერმანელმა ნახევარმცველმა ტურინულ კლუბთან უკვე მიაღწია შეთანხმებას და „იუვენტუსში“ ზაფხულში, თავისუფალი აგენტის როლში გადაინაცვლებს.

თუმცა, „ლივერპული“ ფეხბურთელის თავის შემადგენლობაში შენარჩუნებას შეეცდება, რისთვისაც ძალისხმევას არ დაზოგავს.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ნახევარმცველის მიმდინარე კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან, მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება.

მოცემულ სეზონში, „წითლების“ შემადგენლობაში, ჯანმა საერთო ჯამში 25 მატჩი ჩაატარა. მან 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემაც შეასრულა.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა