"არსენალის" ლიდერს მადრიდის "რეალში" სურს გადასვლა

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი / ტრანსფერები 05-იან, 17:599 GioToServe 869 0






"არსენალის" ლიდერს მადრიდის "რეალში" სურს გადასვლა


“ESPORT.GE”-ს ინფორმაციით, „რეალი“ ლონდონის „არსენალის“ ფორვარდით ალექსის სანჩესით დაინტერესდა.

მადრიდული კლუბი ჩილელი ფეხბურთელის კლუბში გადმოყვანასთან საკმაოდ ახლოსაა. ჩვენი ინფორმაციით, თავად ფორვარდსაც სწორედ „სამეფო გუნდში“ სურს კარიერის გაგრძელება.

გადამწყვეტი სიტყვა მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელზე ზინედინ ზიდანზე იქნება დამოკიდებული.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 29 წლის „არსენალის“ თავდამსხმელს თითქოს „მანჩესტერ სიტიში“ უნდა გაეგრძელებინა კარიერა. ჩილელისგან "სიტიში" გადასვლას ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს ელოდნენ, მაგრამ ტრანსფერი არ განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ ალექსის სანჩესის მოქმედი კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან, სეზონის ბოლომდე იქნება ძალაში. მიუხედავად კლუბის ხელმძღვანელობის ძალისხმევისა, ფეხბურთელი „არსენალთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას არ გეგმავს.

მიმდინარე სეზონში, „მეთოფეების“ შემადგენლობაში, ალექსის სანჩესმა 20 შეხვედრა ჩაატარა. მან 8 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემითაც გამოიჩინა თავი.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018