სიახლეები / ფეხბურთი / არგენტინა / უცხოური ფეხბურთი / ტრანსფერები
ოფიციალურად: კარლოს ტევესმა ჩინური კლუბი დატოვა და კარიერას არგენტინაში განაგრძობს

ოფიციალურად: კარლოს ტევესმა ჩინური კლუბი დატოვა და კარიერას არგენტინაში განაგრძობს


33 წლის ფეხბურთელი კარლოს ტევესი სამშობლოში, არგენტინაში დაბრუნდა. თავდამსხმელმა ჩინური კლუბი „შანჰაი შენჰუა“ დატოვა და თამაშს „ბოკა ხუნიორსში“ განაგრძობს.

აღნიშნული ინფორმაცია არგენტინული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. განახლებული თანამშრომლობის დეტალები ჯერ-ჯერობით არ გახმაურებულა.

ბუენოს-აირესის კლუბის „ბოკა ხუნიორსის“ ღირსებას კარლოს ტევესი 2001-დან 2005 და 2015-დან 2017 წლების ჩათვლით იცავდა.

2017 წელს, ჩინურ გუნდში, საერთო ჯამში, კარლოს ტევესმა 17 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა შეძლო.

აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, კარლოს ტევესს ოფიციალურ მატჩებში ასპარეზობა ჭარბი წონის გამო აეკრძალა, თუმცა მალევე - 1 თვის შემდგომ, იგი გუნდის ძირითად შემადგენლობაში დააბრუნეს.









კომენტარის დამატება