ვინ არის ფეხბურთელი, რომელსაც "რეალი" "არსენალს" სანჩესის სანაცვლოდ სთავაზობს?

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი / ტრანსფერები 06-იან, 17:009 GioToServe 1335 0





ვინ არის ფეხბურთელი, რომელსაც "რეალი" "არსენალს" სანჩესის სანაცვლოდ სთავაზობს?


ლონდონის „არსენალის“ სელექციური სამსახური აქტიურად განაგრძობს ალექსის სანჩესის პოტენციური შემცვლელი ფეხბურთელის ძიებას.

როგორც მოგეხსენებათ, ჩილელმა თავდამსხმელმა არაერთხელ გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ იგი „არსენალში“ დარჩენას არ აპირებს.

ახლა ლონდონური კლუბის სკაუტების ყურადღება მადრიდის „რეალის“ ვინგერმა ლუკას ვასკესმა მიიპყრო.

“ESPORT.GE“-ს ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ არ აპირებს ფლანგზე მოთამაშე თავდამსხმელის კლუბში ძალით შენარჩუნებას და ლუკას ვასკესის „არსენალში“ ტრანსფერი შესაძლოა ზამთარშივე განხორციელდეს.

იმ შემთხვევაში, თუკი ალექსის სანჩესი კარიერის გაგრძელებას „რეალში“ მოინდომებს, გარიგება კიდევ უფრო გამარტივება და მასში სწორედ ვასკესი იქნება ჩართული.





მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა