ოფიციალურად: "ბარსელონამ" ფილიპე კოუტინიო რეკორდული თანხის სანაცვლოდ იყიდა

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი / ტრანსფერები 06-იან, 23:159 GioToServe 1923 0






ახლახანს ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „ბარსელონამ“ „ლივერპულის“ შემტევი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო 160 მილიონ ევროდ იყიდა.

25 წლის ბრაზილიელი გამთამაშებელი „ბარსელონას“ ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშედ იქცა. მთლიანობაში კი კოუტინიო ღირებულებით ნეიმარს და მბაპეს ჩამოუვარდა, შეგახსენებთ, რომ ეს ორივე ფეხბურთელი "პსჟ-მ" იყიდა.

დიდი ხანია, რაც კოუტინიოს სახელს „ბარსელონასთან“ აკავშირებდნენ. ესპანური საგაზეთო გამოცემები ბოლო პერიოდში ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, 25 წლის ფეხბურთელი ქალაქში საცხოვრებელ ადგილს უკვე ეძებდა.

გასულ ზაფხულს, „ლივერპულმა“ კოუტინიოსთან დაკავშირებული არაერთი შეთავაზება მიიღო, მაგრამ ინგლისურმა კლუბმა ყველა წინადადებას უარით უპასუხა და ფეხბურთელი „ენფილდზე“ დატოვა.

ცოტა ხნის წინ, „ლივერპულმა“ „საუთჰემპტონისგან“ ვირჯილ ვან დეიკი 75 მილიონ ევროდ გადმოიყვანა. ამგვარად, „ლივერპულმა“ მცველში რეკორდულად დიდი თანხა გადაიხადა - ასეთი პრეცენდენტი აქამდე არ დაფიქსირებულა.

დამატებით, იანვარში, „პრემიერ ლიგის“ გრანდს, „ლაიფციგიდან“ ახალი ნახევარმცველი ნაბი კეიტაც შეუერთდება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018