სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი / ტრანსფერები
რა თანხას სთავაზობს "მანჩესტერ სიტი" "არსენალს" სანჩესის სანაცვლოდ?

ახლახანს გაბრიელ ჟესუსმა ტრავმა მიიღო, რამაც „მანჩესტერ სიტის“ კიდევ ერთი ბიძგი მისცა ალექსის სანჩესის მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო პერიოდში „ეტიჰადის“ მოედანზე გადმოსაყვანად.

„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობას შეეძლო მოეცადა და ჩილელი ფეხბურთელი ზაფხულში უფასოდ შემოეერთებინა, თუმცა ჟესუსის ტრავმამ ინგლისური კლუბის გეგმებში გარკვეული კორექტივები შეიტანა - „სიტის“ უდავოდ დასჭირდება შეტევის ხაზის გაძლიერება.

“ESPORT.GE“-ს ინფორმაციით, საკუთრივ „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა „რეალ სოსიედადის“ მცველის ინიგო მარტინესის ტრანსფერის განხორციელებას გეგმავდა, მაგრამ ესპანელი სპეციალისტი იძულებული გახდა თავისი გეგმები შეეცვალა.

“მანჩესტერ სიტის“ წარმომადგენელთა აზრით, „ინგლისის თასის“ უახლოეს შეხვედრაში, ალექსის სანჩესი „არსენალს“ ვერ დაეხმარება.

ცნობილი ხდება ისიც, რომ „ მანჩესტერ სიტი“ „არსენალს“ სანჩესის სანაცვლოდ 25 მილიონ ფუნტს სთავაზობს.











კომენტარის დამატება