აზარი "რეალზე" განრისხდა - რა გადაწყვეტილება მიიღო ბელგიელმა ?

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი / ტრანსფერები 07-იან, 17:509 GioToServe 2148 0





ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი ედენ აზარი მადრიდის „რეალზე“ გაბრაზდა მას შემდგომ, რაც გაირკვა, რომ „სამეფო კლუბი“ მისი ტრანსფერით დაინტერესებული არ აღმოჩნდა. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ფეხბურთელმა „ჩელსისთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა.

რამდენიმე კვირის წინ, ედენ აზარის მამამ განაცხადა, რომ მისმა შვილმა „ჩელსისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა და მადრიდის „რეალში“ სურდა გადასვლა. როგორც ჩანს, ესპანური გრანდისგან ინტერესის არ არსებობის ფონზე, აზარმა პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო და კარიერას ინგლისში განაგრძობს.

“ESPORT.GE“-ს ინფორმაციით, წინა წლის ზაფხულიდან მოყოლებული, ლონდონის „ჩელსი“ აზარს კვირაში 300 ათასი ფუნტის ოდენობის ანაზღაურებას სთავაზობდა, მაგრამ ფეხბურთელი მერყეობდა, რადგან „რეალისგან“ ინტერესსა და კონკრეტულ შეთავაზებას ელოდა. არც წინა წელს და არც ახლა, მადრიდის „რეალი“ არანაირ სურვილს არ გამოთქვამს ბელგიელი ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე, რამაც უდავოდ გააღიზიანა შემტევი ნახევარმცველი.

ჩვენი ინფორმაციით, აზარი „ჩელსისთან" კონტრაქტს სულ მალე ოფიციალურად გაახანგრძლივებს, რაც თავის მხრივ იმასაც ნიშნავს, რომ მადრიდის „რეალმა“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ფეხბურთელის "სამეფო გუნდში" გადმოყვანის რეალური შანსი ხელიდან მარტივად გაუშვა.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა