"არსენალს" კანალესი არ სურს

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 25-დეკ, 21:349 Sportnews 1218 0






"არსენალის" ხელმძღვანელობამ უარყო ხმები, თითქოს, გუნდი ზამთრის სატრანსფერო სეზონში მადრიდის "რეალიდან" ვუნდერკინდ სერხიო კანალესის იჯარით წაყვანას აპირებს.

კანალესმა ჟოზე მოურინიოს ხელში ვერ გამოავლინა თავისი საუკეთესო თვისებები და "რეალში" დამკვიდრება გაუჭირდა, ამას დაერთო ტრავმებიც. კატალონიური "სპორტი" წერდა, რომ სწორედ ამის გამო 19 წლის ფეხბურთელი მზად იყო ლონდონურ კლუბს ჩემპიონობისათვის ბრძოლაში დახმარებოდა, მაგრამ "არსენალში" ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს.

ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ლიდერს "სამეფო კლუბთან" 6-წლიანი ხელშეკრულება აკავშირებს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018