სიახლეები / ჩოგბურთი / Atp / მსოფლიო ჩოგბურთი
რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი შესაძლოა ერთმანეთს რამდენიმე დღეში დაუპირისპირდნენ

მსოფლიო ნომერ პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი 2018 წლის "ავსტრალიის ღია პირველობისათვის" მომზადების ფარგლებში, "კუიონგის" საჩვენებელ ტურნირზე იასპარეზებს.

შეჯიბრება 9-12 იანვარს მელბურნში გაიმართება.

მუხლის ტრავმის მოშუშების შემდგომ, ნადალი პირველად დაუბრუნდება ასპარეზობას.

რამდენიმე დღის წინ, სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ მისი ტრავმიდან რეაბილიტაცია კარგად მიმდინარეობს და ოფიციალურად დაადასტურა ზემოთაღნიშნულ ტურნირზე - "Kooyong Classic"-ის საჩვენებელ შეჯიბრებაზე გამოსვლა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ნადალი და ჯოკოვიჩი მელბურნში შესაძლოა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მსგავსი სცენარის განვითარება საკმაოდ რეალური ჩანს, რაც გულშემატკივრებს განსაკუთრებით ახარებს - ისინი ორი ლეგენდარული ჩოგბურთელის ნანატრი დაპირისპირებით კიდევ ერთხელ ისიამოვნებენ.

შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩს 26-ჯერ ჰყავს ნადალი დამარცხებული, ესპანელმა კი 24-ჯერ სძლია სერბს.











კომენტარის დამატება