"პ.ს.ჟ." მოურინიოსთვის მთავარი სამიზნე ფეხბურთელის წარმთევას ლამობს

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი / საფრანგეთი / ტრანსფერები 07-იან, 20:539 GioToServe 1192 0





"პ.ს.ჟ." მოურინიოსთვის მთავარი სამიზნე ფეხბურთელის წარმთევას ლამობს


“ESPORT.GE”-ს ინფორმაციით, ჟოზე მოურინიო შიშობს, რომ „პ.ს.ჟ.“-მ მესუტ ოზილი შესაძლოა გაცვლითი გარიგებით გადმოიყვანოს პარიზულ კლუბში.

პორტუგალიელი სპეციალისტი გერმანელი ნახევარმცველით არის დაინტერესებული. მას ოზილთან მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს - ისინი მადრიდის „რეალში“ თანამშრომლობდნენ.

მესუტ ოზილის მიმდინარე კონტრაქტი „არსენალთან“ მიმდინარე წლის ზაფხულში იწურება. შედეგად, ოზილი თავისუფალ აგენტად იქცევა და დაინტერესებულ კლუბს კიდევ უფრო გაუადვილდება მისი შემოერთება.

ჰენრიხ მხითარიანის დღეები „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში უდავოდ დათვლილია. სწორედ აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ჟოზე მოურინიოს ინგლისური კლუბის ცენტრალური ზონის განტმკიცება სურს, რაშიც „შალკეს“ აღზრდილი მესუტ ოზილის იმედი აქვს.

გუნდის გაძლიერებით, ტრანსფერების განხორციელებითა და ევროპულ სარბიელზე წარმატების მოპოვებით ფრანგული კლუბი „პ.ს.ჟ.“-ც გახლავთ დაინტერესებული. პარიზულ მხარეს მესუტ ოზილის გადმოყვანა სურს, თუმცა „პ.ს.ჟ.“-ს „ფეარ-პლეისთან“ დაკავშირებული ჯარიმების თავიდან აცილების მიზნით, ზაფხულამდე მოუწევს მოცდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ოზილის ტრანსფერი ერთ-ერთ კლუბში ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში მზადდებოდა და სატრანსფერო თანხა 19 მილიონი ევროს ირგვლივ მერყეობდა. საქმეს ისიც ართულებს, რომ მესუტ ოზილს ძირითად შემადგენლობაში სურს ადგილის მოპოვება. ეს კი რთული მისიაა ისევე როგორც „მანჩესტერ იუნაიტედში“, ასევე „პ.ს.ჟ.“-ში.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა