ოფიციალურად: ფილიპე კოუტინიომ "ბარსელონასთან" კონტრაქტს ხელი მოაწერა

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი / ტრანსფერები 08-იან, 18:069 GioToServe 814 0






„ლივერპულის“ ყოფილი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო კატალონიაში საფეხბურთო საზოგადოებას წარუდგინეს და ბრაზილიელმა ფეხბურთელმა „ბარსელონასთან“ კონტრაქტს ხელი ოფიციალურად მოაწერა.

კოუტინიოს ახალი კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2023 წლის ზაფხულამდე იქნება გათვალისწინებული.

„ბარსელონას“ სამედიცინო შტაბის ექიმების მიერ, ცოტა ხნის წინ ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ ფილიპე კოუტინიოს ბარძაყის ტრავმა აქვს. სრული რეაბილიტაციისათვის ფეხბურთელს დაახლოებით 3 კვირა დასჭირდება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ტრანსფერის თანხამ საპრიზოებისა და ბონუსების ჩათვლით 160 მილიონი ევრო შეადგინა. ამასთან, 13 მილიონ ევროს „ლივერპულს“ თავად კოუტინიო გადაუხდის.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018