ფრენკ რიბერი: "2013 წელს რონალდუმ "ოქროს ბურთი" მომპარა!"

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / გერმანია 08-იან, 20:329 GioToServe 785 0





ცოტა ხნის წინ, მიუნხენის „ბაიერნის“ ვინგერმა ფრენკ რიბერიმ 2013 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების შესახებ კომენტარი გააკეთა.

ფრანგი ფეხბურთელის სიტყვებით, კრიშტიანუ რონალდუს, 2013 წელს, ყველაზე პრესტიჟული ჯილდო არ ეკუთვნოდა. რიბერიმ განაცხადა, რომ მას „ოქროს ბურთი“ მოპარეს და საუბრის ბოლოს, მან თავისი თანამემამულეები პასიურობაში და არასწორ არჩევანში დაადანაშაულა.

„მე მიმაჩნია, რომ 2013 წელს „ოქროს ბურთის“ ჯილდო მომპარეს. ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ყველაზე პრესტიჟული ჯილდო აღმემართა. სეზონის განმავლობაში, აბსოლუტურად ყველა პრიზის მოგება შევძელი - ამაზე მეტი რაღა უნდა გამეკეთებინა. მე ჩემი მაქსიმუმი განვახორციელე. ეტყობა, იმისათვის, რომ რონალდუსა და მესის „ოქროს ბურთი“ აართვა, მსგავსი გარჯა არაა საკმარისი."

"მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის" განსაზღვრის პროცედურა არასამართლიანია და შეუსაბამოდვე მიმდინარეობს. ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ჩემმა თანამემამულეებმა მხარი არ დამიჭირეს - საფრანგეთი პასიურობდა. სამაგიეროდ, კომიკურად ვტკბებოდი იმ მწარე რეალობით, თუ როგორ აძლევდნენ ფრანგი გულშემატკივრები ხმებს კრიშტიანუ რონალდუს.“ - ციტირებს „ESPORT.GE” რიბერის სიტყვებს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა