სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი / იტალია / ტრანსფერები
სერხიო რამოსი მადრიდის "რეალს" ამ ფეხბურთელის ყიდვას სთხოვს!

სერხიო რამოსი მადრიდის "რეალს" ამ ფეხბურთელის ყიდვას სთხოვს!


"ESPORT.GE"-ს ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა თავის კლუბს „მილანის“ მცველის ლეონარდო ბონუჩის ტრანსფერის განხორციელება სთხოვა. ფეხბურთელით „ჩელსიც“ არის დაინტერესებული. რამოსს სურს, რომ „სამეფო გუნდმა“ ლონდონურ კლუბს ბონუჩის ყიდვა დაასწროს.

მადრიდის „რეალის“ დაცვის ხაზში, სერხიო რამოსს იტალიის ეროვნული ნაკრების წევრი მართლაც კარგ პარტნიორობას გაუწევდა. მიმდინარე სეზონში, „ლა ლიგაში“ გამოკვეთილი სისუსტეების ფონზე, გამოცდილი მცველის ყიდვა კლუბისათვის აუცილებელ და შეპირობებულ რეალობას წარმოადგენს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რამოსს ბონუჩის „რეალში“ ხილვა სურს, მაგრამ „ჩელსი“ „მილანის“ ფეხბურთელს მარტივად არ დათმობს. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ლონდონური კლუბის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე კარგად იცნობს ლეონარდო ბონუჩის. იგი მცველთან თანამშრომლობდა როგორც იტალიის ეროვნულ ნაკრებში, ასევე „იუვენტუსში“.

დღესდღეობით, თავის პოზიციაზე, 30 წლის მცველი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელად ითვლება. ბონუჩი „ბერნაბეუზე“ უპრობლემოდ შეძლებდა თავის დამკვიდრებას.

მიუხედავად ამგვარი შორს მიმავალი გეგმებისა, მადრიდის „რეალს“ გაუჭირდება „მილანის“ ფეხბურთელის „სამეფო გუნდში“ გადმოყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, კონტემ „ჩელსის“ სთხოვა, რომ ამ უკანასკნელმა ყველაფერი გააკეთოს ბონუჩის „სტემფორდ ბრიჯზე“ გადმოსაყვანად.

მიმდინარე სეზონში, „ჩელსის“ რიგებში, დავიდ ლუიზს ჩავარდნა აქვს. ასე რომ, ლეონარდო ბონუჩის ლონდონურ კლუბში გადმოყვანა ლოგიკური გადაწყვეტილება ჩანს. ფეხბურთელი ინგლისურ კლუბს სირთულეების დაძლევაში დაეხმარება.

მართალია, კონტეს დიდი სურვილი აქვს ლეონარდო ბონუჩის თავის კლუბში ხილვის, მაგრამ მადრიდის „რეალის“ გავლენა და ფინანსური შესაძლებლობები ბევრად აღემატება „ჩელსის“ რესურსებს, რის გამოც, „სამეფო გუნდმა“ "მილანისა" და ლეონარდო ბონუჩის გულის მოგება მარტივად უნდა შეძლოს.










კომენტარის დამატება