რაფაელ ნადალის რიშარ გასკესთან დამარცხების შემდგომი კომენტარი

სიახლეები / ჩოგბურთი / Atp / ავსტრალიის ღია პირველობა / მსოფლიო ჩოგბურთი 09-იან, 19:139 GioToServe 346 0





რაფაელ ნადალის რიშარ გასკესთან დამარცხების შემდგომი კომენტარი


მელბურნში, “კუიონგ კლასიკ“-ის საჩვენებელ ტურნირზე, რაფაელ ნადალი არც თუ სახარბიელო მდგომარეობაში დაუბრუნდა ასპარეზობას. ამისდა მიუხედავად, ჩოგბურთელი განაგრძობს 2018 წლის "ავსტრალიის ღია პირველობისათვის" მზადებას.

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგანმა, სამი თვის განმავლობაში, მეორედ შეძლო შეხვედრის ჩატარება. იგი ფრანგ ჩოგბურთელ რიშარ გასკესთან 6-4, 7-5 ანგარიშით დამარცხდა. წყვილი ერთმანეთს სამშაბათს, მელბურნში, ზემოთაღნიშნული საჩვენებელი ტურნირის ფარგლებში დაუპირისპირდა.

რაც ყველაზე მთავარი და შესამჩნევია, თამაშისას ესპანელი თავისუფლად გადაადგილდებოდა და იგი არც მუხლს შეუწუხებია.

„დღევანდელი დღე ჩემთვის მართლაც კარგ გამოცდას წარმოადგენდა და კარგადაც ვივარჯიშე. თავს კარგად ვგრძნობ და უკვე მელბურნში ვიმყოფები, ეს კი უკვე კარგი სიახლეა. მომდევნო დღეების განმავლობაში მომზადებას განვაგრძობ და "ავსტრალიის ღია პირველობაზე" სათამაშოდ მზად უნდა ვიყო." - განაცხადა მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგანმა.

"თავს კარგად ვგრძნობ, მუხლი აღარ მაწუხებს. რაიმე პრობლემა რომ მქონოდა, მითუმეტეს ჯანმრთელობის, სახლში დავრჩებოდი. ახლა უკვე აქ ვარ, მელბურნში და თავდაუზოგავად ვშრომობ იმისათვის, რომ "ავსტრალიის ღია პირველობაზე" სოლიდურად ვიასპარეზო. გასული წელი მართლაც გრძელი და დამღლელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ გასკეს წინააღმდეგ დღეს გამართული შეხვედრა ოფიციალურ სახეს არ ატარებდა, კორტზე დაბრუნება და თამაში ყოველთვის კარგ გრძნობებს იწვევს .“ - ციტირებს "ESPORT.GE" ესპანელი ჩოგბურთელის რაფაელ ნადალის სიტყვებს.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა