110 მილიონი! - ლონდონის "არსენალი" სენსაციურ ტრანსფერთან ახლოსაა

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი / იტალია / ტრანსფერები 10-იან, 18:419 GioToServe 1858 0





ლონდონის „არსენალი“ მთელი სერიოზულობით განეწყო მილანის „ინტერის“ ფორვარდის მაურო იკარდის გასაფორმებლად.

“ESPORT.GE“-ს ინფორმაციით, ფეხბურთელის სანაცვლოდ, ლონდონური კლუბი მილანელებს 110 მილიონ ევროს გადაუხდის.

გამომდინარე იქიდან, რომ არსენ ვენგერი კლუბის თავდამსხმელის ალექსის სანჩესის გუნდიდან წასვლაში დარწმუნებულია, ფრანგი სპეციალისტი ჩილელი ფეხბურთელის შემცვლელ წამყვან ფორვარდს ეძებს.

„არსენალის“ ხელმძღვანელობას ისიც კარგად ესმის, რომ თუ ლონდონურ კლუბს მართლაც სურს არგენტინელი ფეხბურთელის გუნდში გადმოყვანა, მას სწრაფი მოქმედება მართებს. იკარდით დაინტერესებულნი არიან „რეალი“, „პ.ს.ჟ.“ და მიუნხენის „ბაიერნი“.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი თავდამსხმელი „ინტერის“ შემადგენლობაში 2013 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში, იტალიური კლუბის შემადგენლობაში, მაურომ 21 მატჩი ჩაატარა. მან 18 გოლის გატანა მოახერხა და 1 საგოლე გადაცემაც შეასრულა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა