სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი / ტრანსფერები
დე ბრუინმა სანჩესის "სიტიში" გადასვლის თაობაზე სერიოზული მინიშნება გააკეთა

"მანჩესტერ სიტის" შემტევი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი საუბრის დროს ალექსის სანჩესის თემასაც შეეხო. ფეხბურთელმა შესაძლოა შემთხვევით, მაგრამ გამოამჟღავნა, რომ ფორვარდი „არსენალიდან“ „მანჩესტერ სიტიში“ აპირებს გადასვლას.

“ESPORT.GE”-ს ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტი“ დიდი ხანია, რაც ალექსის სანჩესითაა დაინტერესებული და „არსენალთან“ მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. „სიტის“ ჩილელი ფეხბურთელის გაფორმება სწორედ იანვარში სწადია.

ამასობაში, ჟურნალისტებმა დე ბრუინს ალექსის სანჩესისა და ჩილელის მომავლის შესახებ სთხოვეს მოსაზრების დაფიქსირება. პასუხმაც არ დააყოვნა:

„ალექსის სანჩესი ძალიან კარგი ფეხბურთელია. ვნახოთ რა მოხდება მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში. რაც არ უნდა იყოს, ჩილელის „მანჩესტერ სიტიში“ გადმოსვლის თაობაზე არც კი გვმართებს ფიქრი, რადგან ეს არაფერს ცვლის. თუ მისნაირ კარგ მოთამაშეს შემოვიერთებთ, რა თქმა უნდა კარგი იქნება, მაგრამ მის გარეშეც არ დატრიალდება ტრაგედია - ჩვეული შემადგენლობით განვაგრძობთ თამაშს, როგორც აქამდე ვიქცეოდით. თითოეული ფეხბურთელი უმაღლეს დონეზე ართმევს თავს ვალდებულებებს, ყველანი მოწოდების სიმაღლეზე ვართ და კარგად ვასპარეზობთ. როდესაც ის „მანჩესტერ სიტიში“ გადმოვა, ჩვენ გუნდს რაღაც გამორჩეულსა და კარგს შეჰმატებს.“ - ციტირებს "ESPORT.GE" ბელგიელი ფეხბურთელის კევინ დე ბრუინის სიტყვებს.








კომენტარის დამატება