"რეალი" "ბარსელონას" საპასუხო ტრანსფერით ემუქრება

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი / ტრანსფერები 10-იან, 19:579 GioToServe 809 0





"რეალი" "ბარსელონას" საპასუხო ტრანსფერით ემუქრება


მადრიდის „რეალი“ „ბარსელონასთვის“ პასუხის გაცემას გეგმავს. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, კატალონიურმა კლუბმა „ლივერპულის“ ნახევარმცველი ფილიე კოუტინიო შეისყიდა. „სამეფო გუნდი“ „ბარსელონასთვის“ საპასუხო ტრანსფერით გეგმავს თავის შეხსენებას.

“ESPORT.GE”-ს ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ „ლივერპულის“ შემტევი ნახევარმცველის მოჰამედ სალაჰის გუნდში გადმოყვანას აპირებს.

შესაძლოა მოცემულმა ტრანსფერმა მადრიდული კლუბის შემტევი ხაზი დიდად ვერ გააძლიეროს, მაგრამ ზინედინ ზიდანის აღნიშნული გადაწყვეტილება იმიჯთან დაკავშირებული კომერციული პასუხი გახდება, რითაც „რეალი“ „ბარსელონას“ თავს მნიშვნელოვნად შეახსენებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, „წითლების“ შემადგენლობაში, საერთო ჯამში, 25 წლის ეგვიპტელ მოჰამედ სალაჰს 29 მატჩი აქვს ჩატარებული. მან 23 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა განახორციელა.

სულ ცოტა ხნის წინ, სალაჰი 2017 წლის „აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად“ აღიარეს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა