სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი / ტრანსფერები
ერთ ნაბიჯში ბლოკბასტერისგან! სახელგანთქმული ფორვარდი "რეალში" გადადის!

ერთ ნაბიჯში ბლოკბასტერისგან! სახელგანთქმული ფორვარდი "რეალში" გადადის!


ზაფხულში, „ჩელსის“ ფორვარდი ედენ აზარი „რეალის“ ფეხბურთელი გახდება.

„ESPORT.GE“-ს ინფორმაციით, ამ დღეებში, ფეხბურთელმა მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობასთან პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმა და ზაფხულში იგი „სანტიაგუ ბერნაბეუზე“ გადაინაცვლებს.

აზარის ხელშეკრულება „ჩელსისთან“ 2020 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ლონდონურმა კლუბმა ბელგიელს არაერთხელ შესთავაზა ახალი და გაუმჯობესებული ხელშეკრულება, რაზეც უარი უკვე მრავალგზის მიიღო. ეს კი სწორედ იმიტომ, რომ ფორვარდს ზუსტადაც რომ მადრიდის „რეალში“ სურს გადასვლა. ეს ფეხბურთელის მამამაც არაერთხელ გააჟღერა. აღნიშნული მიზეზის გამო, ზაფხულში „ჩელსი“ იძულებული გახდება, რომ ედენ აზარი მადრიდის „რეალს" დაუთმოს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, „ჩელსის“ შემადგენლობაში, ბელგიელმა 28 მატჩი ჩაატარა. მან 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემითაც შეძლო თავის გამოჩენა.








კომენტარის დამატება