სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი / ტრანსფერები
ოფიციალურად: "ვალენსიამ" "არსენალის" ფეხბურთელი იყიდა

ოფიციალურად: "ვალენსიამ" "არსენალის" ფეხბურთელი იყიდა


ოფიციალურად: „არსენალის“ ნახევარმცველმა ფრენსის კოკლენმა „ვალენსიასთან“ ახალ კონტრაქტს ხელი ოფიციალურად მოაწერა.

აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე დადასტურდა.

ფეხბურთელის კონტრაქტი „ვალენსიასთან“ 2022 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. ხელშეკრულებაში კოკლენის გამოსასყიდი თანხაც სახელდება, რომელიც 80 მილიონ ევროს შეადგენს.

ის თუ რა თანხა მიიღო „არსენალმა“ კოკლენის სანაცვლოდ, ოფიციალურად არ გამოაშკარავებულა, თუმცაღა ცოტა ხნის წინ, მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სატრანსფერო თანხა 10-12 მილიონი ევროს ირგვლივ მერყეობდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, კოკლენმა „არსენალის“ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. საერთო ჯამში, მან მხოლოდ 13 მატჩის ჩატარება შეძლო და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.











კომენტარის დამატება