"ჩელსის" ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი / იტალია 11-იან, 20:139 GioToServe 1761 0






"ჩელსის" ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია


ზაფხულში, „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი შესაძლოა „ჩელსის“ ჩაუდგეს სათავეში.

„ESPORT.GE”-ს ინფორმაციით, ანტონიო კონტეს სახელს აქტიურად აკავშირებენ „პ.ს.ჟ.“-სთან. ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა გრძნობს, რომ იტალიელმა სპეციალისტმა შესაძლოა სულ მალე დატოვოს „ჩელსი“ და აღნიშნული მიზეზის გამო პოტენციური კანდიდატების სია შეადგინა. მოცემულ სიაში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია სწორედ ალეგრის უკავია.

საინტერესოა ის გარემოებაც, რომ 50 წლის ალეგრიმ ერთხელ უკვე შეცვალა კონტე. კერძოდ, 2014 წელს, მას შემდგომ, რაც კონტემ „იუვენტუსი“ დატოვა, ტურინული კლუბის სათავეში ალეგრი მოგვევლინა.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე „ჩელსის“ 2016 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობს. მან პირველივე სეზონში შეძლო და ლონდონურ კლუბს ინგლისის „პრემიერ ლიგა“ მოაგებინა.

მიმდინარე სეზონში, „ჩელსი“ ფაქტობრივად ჩამოშორდა ჩემპიონობისათვის ბრძოლას. გავრცელებული ინფორმაციით, კონტეს კონფლიქტი აქვს კლუბის კონკრეტულ წარმომადგენლებთან.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018