Image

"ავსტრალიის ღია პირველობაზე" ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქის ვინაობა ცნობილია

სიახლეები / ჩოგბურთი / Atp / ავსტრალიის ღია პირველობა / მსოფლიო ჩოგბურთი 11-იან, 21:069 GioToServe 544


"ავსტრალიის ღია პირველობაზე" ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქის ვინაობა ცნობილია


2018 წლის "ავსტრალიის ღია პირველობის" ოფიციალური კენჭისყრა დღეს გაიმართა.

ტურნირზე არაერთი საინტერესო პაექრობა გაიმართება, თუმცა ამჯერად ყურადღებას ქართველ ჩოგბურთელზე ნიკოლოზ ბასილაშვილზე შევაჩერებთ.

"დიდი მუზარადის" პირველ შეხვედრაში, ბასილაშვილის მეტოქე ავსტრიელი ჩოგბურთელი ჟერალდ მელცერი იქნება.

ბასილაშვილი "ATP" რეიტინგში 61-ე პოზიციაზე იმყოფება, მელცერი კი 102-ე ადგილს იკავებს.

ჟერალდ მელცერი ძირითადად თიხის საფარზე ასპარეზობს, თუმცა გასულ წელს "ჰარდის" საფარზეც რამდენიმეჯერ სოლიდურად იასპარეზა და ბასილაშვილისათვის იგი ადვილი მეტოქე არ უნდა იყოს. მელცერს არაერთი ძლიერი ჩოგბურთელი ჰყავს დამარცხებული, მაგრამ ამ კუთხით, ბასილაშვილი ტოლს არავის უდებს.

ბუკმეიკერების ფავორიტი სწორედ ქართველი ჩოგბურთელია, რომელსაც საშუალოდ 1.59 კოეფიციენტი აქვს მინიჭებული.

ჩოგბურთელთა შორის პირად შეხვედრებში ანგარიში 1-1 გახლავთ, მაგრამ ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე ისინი ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან.

წარმატებებს ვუსურვებთ ნიკოლოზ ბასილაშვილს.

აქვე შეგახსენებთ, რომ "ავსტრალიის ღია პირველობა" 15 იანვარს აიღებს სტარტს.

შეხვედრის დაწყების ზუსტი დრო ტურნირის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დაზუსტდება.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (142)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა
[aviable=main] [/aviable]