Image

წამყვანი ჩოგბურთელების მეტოქეები "ავსტრალიის ღია პირველობის" პირველ წრეში

სიახლეები / ჩოგბურთი / Atp / ავსტრალიის ღია პირველობა / მსოფლიო ჩოგბურთი 11-იან, 22:349 GioToServe 639


წამყვანი ჩოგბურთელების მეტოქეები "ავსტრალიის ღია პირველობის" პირველ წრეში


2018 წლის "ავსტრალიის ღია პირველობაზე" იასპარეზებს როგორც რაფაელ ნადალი, ასევე როჯერ ფედერერი. საგულისხმოა ისიც, რომ წლის პირველ "დიდ მუზარადზე" ასპარეზობას დაუბრუნდება შვეიცარელი ჩოგბურთელი სტანისლას ვავრინკა და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.

"ავსტრალიის ღია პირველობის" პირველ მატჩში, მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი დაუპირისპირდება ჩოგბურთელს დომინიკის რესპუბლიკიდან ვიქტორ ესტრელა ბურგოსს. ესტრელა "ATP" რეიტინგში 81-ე პოზიციაზე იმყოფება.

მსოფლიოს ნომერ მეორე ჩოგანი შვეიცარელი როჯერ ფედერერი სლოვენიელ ალიაჟ ბედენეს შეხვდება. ბედენე "ATP" რეიტინგში 51-ე ადგილს იკავებს. ჩოგბურთელს "ავსტრალიის ღია პირველობაზე" არცერთი მატჩი არ აქვს მოგებული.

"ATP" რეიტინგში მე-9 პოზიციაზე მყოფი სტანისლას ვავრინკას მეტოქე რიკარდას ბერანკისი იქნება. იგი "ATP" რეიტინგში 138-ე ადგილზე იმყოფება.

"ATP" რეიტინგში მე-14 ადგილზე მყოფი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის მეტოქე ამერიკელი დონალდ იანგი გახდა. იანგი რეიტინგში 63-ე პოზიციას იკავებს.

პირველი წრის კვალობაზე, ჩოგბურთელებს დაახლოებით თანაბარი სირთულის მოწინააღმდეგეები ხვდათ წილად და მარტივად უნდა შეძლონ დაბრკოლებების გადალახვა.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (149)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა