სიახლეები / ფეხბურთი / იტალია
ვინ იქნება "იუვენტუსის" ახალი მთავარი მწვრთნელი ?

ვინ იქნება "იუვენტუსის" ახალი მთავარი მწვრთნელი ?


„იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა კლუბის მთავარი მწვრთნელის მასიმილიანო ალეგრის შემცვლელს ეძებს. გუნდის დატოვებასთან დაკავშირებით, საბოლოო სიტყვა, სწორედ იტალიელ სპეციალისტზე იქნება დამოკიდებული და ალეგრიმ შესაძლოა ტურინული კლუბი სულ მალე დატოვოს.

“ESPORT.GE”-ს ინფორმაციით, იტალიური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტი შესაძლოა მადრიდის „რეალის“ ამჟამინდელმა წინამძღოლმა ზინედინ ზიდანმა დაიკავოს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უწინ, ფეხბურთელის როლში, ფრანგი „იუვენტუსის“ შემადგენლობაში ასპარეზობდა. იგი თავისუფლად საუბრობს იტალიურ ენაზე და „სერია A”-ში მოთამაშე კლუბთა საერთო დონესაც კარგად იცნობს.

„იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს რაც შეეხება, სხვა პოტენციურ კანდიდატებთან ერთად, სახელდებიან „ზენიტის“ მწვრთნელი რობერტო მანჩინი და „ლაციოს“ წინამძღოლი სიმონე ინძაგი.

შეგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ანტონიო კონტე ზაფხულში „ჩელსის“ დატოვებს, მასიმილიანო ალეგრი სწორედ ლონდონურ კლუბს ჩაუდგება სათავეში.








კომენტარის დამატება