სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი
ვენგერმა სანჩესის საკითხს ფარდა ახადა - სად გადადის ჩილელი თავდამსხმელი ?

ვენგერმა სანჩესის საკითხს ფარდა ახადა - სად გადადის ჩილელი თავდამსხმელი ?


ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ალექსის სანჩესის მიერ გუნდის ნაადრევად დატოვების ყოველგვარი შესაძლებლობა გამორიცხა.

„ამ მომენტისათვის, სანჩესთან დაკავშირებით, არანაირი კონკრეტული შემოთავაზება არ მიგვიღია. სრულიად შესაძლებელია, რომ იგი მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩეს „არსენალში“. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.“ - ციტირებს „ESPORT.GE” ფრანგი სპეციალისტის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ ჩილელი ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი „მეთოფეებთან“ ზაფხულში იწურება.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 29 წლის ფეხბურთელით „მანჩესტერ სიტი“ დაინტერესდა. „სიტის“ გარდა, სანჩესის სახელს საკმაოდ აქტიურად აკავშირებენ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ და მადრიდის „რეალთან“. მასმედიაში გავრცელებული მოსაზრებით, „იუნაიტედი“ „არსენალს“ სანჩესის სანაცვლოდ მხითარიანს სთავაზობს.

მიმდინარე სეზონში, ლონდონური კლუბის შემადგენლობაში, ალექსის სანჩესმა 21 მატჩი ჩაატარა. მან 8 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემითაც შეძლო თავის გამოჩენა.








კომენტარის დამატება