სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / უცხოური ფეხბურთი / ტრანსფერები
ოფიციალურად: "ბარსელონას" ფეხბურთელი კარიერას თურქულ კლუბში განაგრძობს

ოფიციალურად: "ბარსელონას" ფეხბურთელი კარიერას თურქულ კლუბში განაგრძობს


კატალონიური კლუბის „ბარსელონას“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კლუბის ნახევარმცველი არდა თურანი კარიერას „ისტანბულ ბაშაქშეჰირში“ განაგრძობს. საუბარია იჯარის ხელშეკრულებაზე, რომელიც 6 თვეზე იქნება გათვლილი. ახალ კონტრაქტში გახანგრძლივების პუნქტიც ფუნქციონირებს, რაც „ისტანბულ ბაშაქშეჰირს“ საშუალებას მისცემს, სურვილის შემთხვევაში, უფრო დიდი ხნით დაიტოვოს ფეხბურთელი თავის რიგებში.

2015 წლის ზაფხულში, მადრიდის „ატლეტიკოდან“ თურანი „ბარსელონაში“ გადავიდა. „უეფას“ სატრანსფერო შეზღუდვის გამო, თურანი კატალონიური კლუბის შემადგენლობაში, 2016 წლის იანვრიდან შეუდგა ასპარეზობას.

მიმდინარე სეზონში, „ესპანეთის ჩემპიონატში“, 30 წლის ფეხბურთელი მოედანზე საერთოდ არ გამოსულა.

საერთო ჯამში, „ბარსელონას“ შემადგენლობაში, არდა თურანმა 55 შეხვედრა ჩაატარა და 15 გოლის გატანა მოახერხა.

ოფიციალურად: "ბარსელონას" ფეხბურთელი კარიერას თურქულ კლუბში განაგრძობს








კომენტარის დამატება