სიახლეები / ფეხბურთი / ბრაზილია
ლეგენდარულმა რონალდინიომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო

ლეგენდარულმა რონალდინიომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო


„ბარსელონასა“ და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ლეგენდარულმა ნახევარმცველმა რონალდინიომ საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად დაასრულა.

აღნიშნული ინფორმაცია გაასაჯაროვა თავად ფეხბურთელის ძმამ რობერტო დე ასიშმა, რომელიც ამავე დროს მოთამაშის პირადი წარმომადგენელიცაა. ზაფხულში რონალდინიო მთელ რიგ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც მისდამი იქნება მიძღვნილი.

„ყველაფერი მორჩა. მან კარიერა დაასრულა. 2018 წლის „მსოფლიო ჩემპიონატის“ შემდგომ, ბრაზილიაში, ევროპასა და აზიაში არაერთი ღონისძიების გამართვას ვგეგმავთ. რაღა თქმა უნდა, ჩვენ ისეთ მატჩსაც ჩავატარებთ, სადაც ბრაზილიის ეროვნული ნაკრებიც ითამაშებს. კონკრეტული დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ განრიგი უკვე შევადგინეთ.“ - ციტირებს ასიშის სიტყვებს „ESPORT.GE”.

შეგახსენებთ, რომ რონალდინიომ „ბარსელონას“ შემადგენლობაში „ესპანეთის ჩემპიონატი“ ორჯერ მოიგო, ასევე აღმართა „ჩემპიონთა ლიგის“ თასი. „მილანის“ შემადგენლობაში კი „იტალიის ჩემპიონიც“ გახდა.

2002 წელს, ბრაზილიელმა „მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო“, 2005 წელს „კონფედერაციის თასზე“ იზეიმა გამარჯვება, 1999 წელს კი „ამერიკის თასი“ აღმართა.

უკანასკნელი ოფიციალური შეხვედრა რონალდინიომ 2015 წლის სექტემბერში, "ფლუმინენსეს" შემადგენლობაში გამართა.












კომენტარის დამატება