დღის ახალი ამბები

"ოქროს ბურთისთვის" გამოკითხვაში ბენზემამ გაიმარჯვა

"ოქროს ბურთისთვის" გამოკითხვაში ბენზემამ გაიმარჯვა
14-10-2021, 09:42

კარიმ ბენზემა მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება, ფრანგ ფეხბურთელს გოლების და საგოლე გადაცემების ფანტასტიკური მაჩვენებელი აქვს.

მისმა ასეთმა კარგმა თამაშშა ის ოქროს ბურთის მაძიებელთა სიაშიც მოახვედრა, საერთოდ ესპანურმა გამოცემა "მარკამ" გამოკითხვაც კი ჩაატარა და გამარჯვებული სწორედ ფრანგი გახდა.

მადრიდის "რეალისა" და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდს ხმა გამოკითხულთა 38%-მა მისცა , მეორე ადგილზე ლეო მესი გავიდა 37 პროცენტით, შემდეგ მოდიან: ლევანდოვსკი (14%), რონალდო (4%), ჟორჟინიო (3%) და ნგოლო კანტე (2%).




გაზიარება
მოინახულეს 881-ჯერ
კომენტარები
რეკლამა