კაკამ "ინტერი" უარყო
ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი რიკარდო კაკა, რომელიც მადრიდის "რეალს' იანვრის პირველ რიცხვებში დაუბრუნდება უარყო გავრცელებული ჭორები მისი შესაძლო დაბრუნებაზე იტალიაში, ოღონდ ამჯერად "ინტერში".
"ჭორი "ინტერში" გადასვლის შესახებ, ეს უბრალოდ ვიღაცის წარმოსახვაა, მე მადრიდში ბედნიერად გრძნობ თავს და აქედან არსად წასვლას არ ვაპირებ"-განაცხადა კაკამ.
შეგახსენებთ, რომ სულ ახლახანს "ინტერის" მთავარ მწვრთნელად ასევე ბრაზილიელი ლეონარდო დაინიშნა, რამაც განაპირობა "ინტერს" უფრო აქტიურად ეფიქრა კაკაზე და მზად იყო მის ნაცვლად ასევე ბრაზილიელი მაიკონი შეეთავაზებინა "რეალისთვის", თუმცა , როგორც ჩანს, არც "რეალი" აპირებს კაკას გაშვებას და არც კაკას სურს გუნდის გამოცვლა.

მოიწონეთ სტატია
კომენტარები