რა თანხა გამოიმუშავა ნიკოლოზ ბასილაშვილმა "ავსტრალიის ღია პირველობაზე" ?

სიახლეები / ჩოგბურთი / Atp / ავსტრალიის ღია პირველობა / ქართული ჩოგბურთი / მსოფლიო ჩოგბურთი 17-იან, 22:249 GioToServe 2246 0






რა თანხა გამოიმუშავა ნიკოლოზ ბასილაშვილმა "ავსტრალიის ღია პირველობაზე" ?


2018 წლის „ავსტრალიის ღია პირველობის“ მეორე წრეში, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბელგიელ რუბენ ბემელმანსს დაუპირისპირდა. ბასილაშვილმა მოწინააღმდეგე 3 სეტში დაამარცხა, ანგარიშით 7-5, 6-1, 6-3. მისი მოწინააღმდეგე მომდევნო წრეში ბრიტანელი ჩოგბურთელი კაილ ედმუნდი იქნება.

პირველ წრეში, ბასილაშვილმა მელცერი დაამარცხა და შედეგად, $65,000 გამოიმუშავა. ქართველმა არც ეს იკმარა და მეორე წრეში გამარჯვებით, თავის საპრიზო თანხას $50,000-იც შეჰმატა. ამ მომენტისათვის, ბასილაშვილს საერთო ჯამში $115,000 აქვს გამომუშავებული.

ხვალ გამთენიისას, დილის 05:30 საათზე, ბასილაშვილი წყვილთა თანრიგის შეხვედრას გამართავს. მისი პარტნიორი ავსტრიელი ანდრეას ჰაიდერ-მაურერი იქნება, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ დაუბრუნდა ტრავმის შემდგომ ასპარეზობას. წაგების შემთხვევაშიც კი, ბასილაშვილი $9,000 მაინც დაიმსახურებს.

ბასილაშვილისა და ედმუნდის დაპირისპირება პარასკევისთვისაა ჩანიშნული, სადაც ქართველი ჩოგბურთელი საპრიზო თანხას კიდევ უფრო გაზრდის.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018