2018 წლის "ავსტრალიის ღია პირველობის" მეოთხე დღემ დიდი სენსაციით ჩაიარა

სიახლეები / ჩოგბურთი / Atp / ავსტრალიის ღია პირველობა / მსოფლიო ჩოგბურთი 18-იან, 21:599 GioToServe 2837 0






დღეს 2018 წლის პირველი „დიდი მუზარადის“ - „ავსტრალიის ღია პირველობის“ მეოთხე დღე გაიმართა, რომელიც დიდი სენსაციით დასრულდა.

მსოფლიოს ნომერ მე-5 ჩოგანი ავსტრიელი დომინიკ ტიმი ამერიკელ ჩოგბურთელ დენის კუდლას დაუპირისპირდა. მატჩი 3 საათისა და 51 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და ტიმის გამარჯვებით დასრულდა. მან პირველი ორი სეტი დათმო, მაგრამ მოწინააღმდეგეს მაინც სძლია. საბოლოო ანგარიში 6-7(6), 3-6, 6-3, 6-2, 6-3.

ჩეხი ტომაშ ბერდიხი ტურნირზე წინსვლას განაგრძობს. ადგილობრივი ვარსკვლავის - ახალგაზრდა ალექს დე მინაურის დამარცხების შემდგომ, მან ესპანელი გილიერმო გარსია-ლოპესი გამოთიშა ასპარეზობას. ჩეხმა გამარჯვება 4 სეტში მოიპოვა, ანგარიშით 6-3, 2-6, 6-2, 6-3. შეხვედრა 2 საათისა და 33 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

რაც შეეხება არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს, მან რუს ჩოგბურთელ კარენ ხაჩანოვს სძლია. დელ პოტრომ მეტოქე 4 სეტში დაამარცხა, ანგარიშით 6-4, 7-6(4), 6-7(0), 6-4. მატჩის ხანგრძლივობა - 3 საათი და 49 წუთი.

ასპარეზობას სულ ახლახანს დაუბრუნდა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩიც, რომელიც „დიდი მუზარადის“ ტურნირზე მშვენიერ ფორმაში გამოიყურება. დღეს მან პირველი დიდი ტესტი წარმატებით გაიარა და ფრანგ გაელ მონფილსს 4 სეტში სძლია, ანგარიშით 4-6, 6-3, 6-1, 6-3. დაპირისპირება 2 საათისა და 47 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

დღევანდელი დღე სენსაციებითაც არ ყოფილა მწირი. ასე მაგალითად, ფრანგმა ჩოგბურთელმა ჟულიენ ბენეტომ ბელგიელი დავიდ გოფინი დაამარცხა 4 სეტში, ანგარიშით 1-6, 7-6(5), 6-1, 7-6(4). აღნიშნული პერფორმანსისათვის და მსოფლიოს ნომერ მე-7 ჩოგნის დამარცხებისათვის, ბენეტოს სულ 2 საათი და 55 წუთი დასჭირდა.

„ავსტრალიის ღია პირველობის“ ტურნირის ჯერ-ჯერობით ყველაზე დიდი სენსაციაც სწორედ დღეს დაფიქსირდა. შვეიცარელი სტანისლას ვავრინკა მსოფლიოს ნომერ 97-ე ჩოგანთან ამერიკელ ტენის სანდგრენთან დამარცხდა. ვავრინკამ მუხლის ტრავმა ჯერ-ჯერობით ბოლომდე ვერ მოიშუშა და 3 სეტში მარტივად დამარცხდა, ანგარიშით 2-6, 1-6, 4-6. სანდგრენმა საათნახევარში დაამარცხა მსოფლიოს მე-8 ჩოგანი.

შვეიცარელი ჩოგბურთელი და მსოფლიოს ნომერ მე-2 პოზიციაზე მყოფი როჯერ ფედერერი სოლიდურად განაგრძობს ასპარეზობას. მან დღეს გერმანელ ჩოგბურთელ იან-ლენარდ შტრუფს სძლია 3 სეტში, ანგარიშით 6-4, 6-4, 7-6(4). როჯერმა 1 საათსა და 58 წუთში შეძლო გამარჯვების მოპოვება.

ხვალიდან 1/16 ფინალები დაიწყება. ეს ტური მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ამ ღამით, 04:00 საათზე, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრიტანელ კაილ ედმუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრაში ბრიტანელი ფავორიტია, მაგრამ ბასილაშვილი ანგარიშგასაწევი ძალაა, რაც მან უკვე არაერთხელ დაადასტურა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018