ოფიციალურად: მიუნხენის "ბაიერნმა" "შალკეს" ფეხბურთელი გაიფორმა

სიახლეები / ფეხბურთი / გერმანია / ტრანსფერები 19-იან, 18:069 GioToServe 341 0





ოფიციალურად: მიუნხენის "ბაიერნმა" "შალკეს" ფეხბურთელი გაიფორმა


მიუნხენის „ბაიერნის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ავთენტური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გერმანულმა გუნდმა „შალკეს“ ნახევარმცველთან ლეონ გორეცკასთან კონტრაქტი გააფორმა.

გუშინ, 22 წლის ფეხბურთელმა მიუნხენში წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება, რის შემდგომაც, მან „ბაიერნთან“ 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. უფრო ზუსტად, ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.

მიმდინარე სეზონის ბოლომდე, გორეცკა „შალკეს“ შემადგენლობაში იასპარეზებს. მისი კონტრაქტი 30 ივნისს ამოიწურება. სწორედ ამის შემდეგ, ნახევარმცველი თავისუფალი აგენტის როლში, მიუნხენის „ბაიერნში“ გადაინაცვლებს.

„ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ პერსპექტიულ გერმანელ ნახევარმცველ ლეონ გორეცკასთან კონტრაქტი გავაფორმეთ. მიუნხენის „ბაიერნში“ არსებული დიდი კონკურენციისდა მიუხედავად, გორეცკა მაინც დაგვთანხმდა და ჩვენ შემოგვიერთდა, რაც სასიამოვნო და მისასალმებელია.” - ციტირებს მიუნხენის „ბაიერნის“ გენერალური დირექტორის კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებს „ESPORT.GE”.

შეგახსენებთ, რომ გორეცკა „შალკეს“ რიგებში 2013 წლიდან ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში, გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა 11 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018