1/8 ფინალს ვერ შევწვდით - "ავსტრალიის ღია პირვლეობის" მეხუთე დღემ არასასიამოვნოდ ჩაიარა

სიახლეები / ჩოგბურთი / Atp / ავსტრალიის ღია პირველობა / მსოფლიო ჩოგბურთი 19-იან, 20:249 GioToServe 1242 0






დღეს, 2018 წლის პირველი „დიდი მუზარადის“ ტურნირის - „ავსტრალიის ღია პირველობის“ პირველი 1/16 ფინალები გაიმართა.

პირველ შეხვედრაში, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრიტანელ კაილ ედმუნდს დაუპირისპირდა. 23 წლის ბრიტანელმა 5 სეტში შეძლო ქართველის დამარცხება, ანგარიშით 7-6(0), 3-6, 4-6, 6-0, 7-5. მატჩი 3 საათისა და 38 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი მთელი თამაშის განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა გასამარჯვებლად, ჰქონდა დიდი რაოდენობით "ვინერსი" , მაგრამ ძალიან ბევრი ორმაგი შეცდომაც დაუშვა და ჩვენდა სამწუხაროდ დიდი სლემის ტურნირს დაემშვიდობა.

ესპანელმა პაბლო კარენო-ბუსტამ ლუქსემბურგელ ჩოგბურთელ ჟილ მიულერს 4 სეტში სძლია, ანგარიშით 7-6(4), 4-6, 7-5, 7-5. შეხვედრა 3 საათისა და 21 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მსოფლიოს ნომერ მე-3 ჩოგანი გრიგორ დიმიტროვი ახალგაზრდა რუს ჩოგბურთელ ანდრეი რუბლიოვს დაუპირისპირდა. ბულგარელმა ამომავალი ვარსკვლავი 4 სეტში დაამარცხა, ანგარიშით 6-3, 4-6, 6-4, 6-4. მატჩის ხანგრძლივობა - 3 საათი და 7 წუთი.

იტალიელი ანდრეას სეპი ვეტერან ხორვატს ივო კარლოვიჩს შეხვდა. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა საკმაოდ დიდი ხნის - თითქმის 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ სეპის გამარჯვებით დასრულდა. მან კარლოვიჩი 5 სეტში დაჯაბნა, ანგარიშით 6-3, 7-6(4), 6-7(3), 6-7(5), 9-7.

არგენტინელი დიეგო სებასტიან შვარცმანი კარგ ფორმაშია. მან ამჯერად უკრაინელი მოწინააღმდეგე ალექსანდრ დოლგოპოლოვი გამოთიშა ასპარეზობას. საბოლოო ანგარიში 6-7(1), 6-2, 6-3, 6-3. შეხვედრის ხანგრძლივობა 2 საათი და 40 წუთი.

რაც შეეხება ადგილობრივ ფავორიტს ნიკ კირგიოსს, ავსტრალიელმა ენიგმამ ასპარეზობას ფრანგი ჩოგბურთელი ჟო-ვილფრედ ცონგა გამოთიშა. კირგიოსმა მეტოქე 4 სეტში დაამარცხა, ანგარიშით 7-6(5), 4-6, 7-6(6), 7-6(5). შეხვედრა გაგრძელდა 3 საათისა და 21 წუთის განმავლობაში.

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა კიდევ ერთი წრე წარმატებით გაიარა. მან ბოსნიელი ჩოგბურთელი დამირ ჯუმჰური 3 სეტში გაანადგურა, ანგარიშით 6-1, 6-3, 6-1. ნადალს ამ შედეგის დაფიქსირებისათვის 1 საათი და 52 წუთი დასჭირდა. იგი კარგ ფორმაშია და სოლიდურად განაგრძობს ასპარეზობას.

დღის ბოლო მატჩში, ხორვატი მარინ ჩილიჩი ამერიკელ რაიან ჰარისონს დაუპირისპირდა. ჩილიჩმა 3 სეტში სძლია მეტოქეს, ანგარიშით 7-6(4), 6-3, 7-6(4) და სხვების მსგავად, მანაც მოიპოვა 1/8 ფინალის საგზური.

ასე ჩაიარა 2018 „ავსტრალიის ღია პირველობის“ მე-5 დღემ - 1/16 ფინალებმა.

სამწუხაროა, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ასპარეზობა დაასრულა, მაგრამ მან კარგად ითამაშა და მომავალ ტურნირებზე წარმატებებს ვუსურვებთ.

„დიდი მუზარადის“ ტურნირი კი გრძელდება და წინ არანაკლებ საინტერესო დაპირისპირებები გველის.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018