2018 წლის "ავსტრალიის ღია პირველობის" 1/4 ფინალების მიმოხილვა

სიახლეები / ჩოგბურთი / Atp / ავსტრალიის ღია პირველობა / მსოფლიო ჩოგბურთი 21-იან, 22:449 GioToServe 591 0






ხვალ, 22 იანვარს, 2018 წლის „ავსტრალიის ღია პირველობის“ 1/4 ფინალები გაიმართება.

პაექრობები თბილისის დროით 05 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

პირველ მატჩში, იტალიელი ენიგმა ფაბიო ფონინი ჩეხ ტომაშ ბერდიხს დაუპირისპირდება. ჩოგბურთელებს შორის, პირად შეხვედრებში, ანგარიში 2-2 გახლავთ, მაგრამ ბუკმეიკერები უპირატესობას ტომაშ ბერდიხს ანიჭებენ. ფონინიმ უკანასკნელ სამ შეხვედრაში, ზებალოსი, დონსკოი და ბენეტო დაამარცხა. რაც შეეხება ბერდიხს, „დიდი სლემის“ მიმდინარე ტურნირზე, მან დე მინაური, გარსია-ლოპესი და ხუან მარტინ დელ პოტრო გამოთიშა ასპარეზობას. ჩეხმა დელ პოტრო 3 სეტში დაამარცხა, რისი განხორციელებაც ადვილი ნამდვილად არაა.

მომდევნო შეხვედრაში, რომელიც 08:00 საათზეა ჩანიშნული, შვეიცარელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი უნგრელ მარტონ ფუქსოვიჩს დაუპირისპირდება. ჩოგბურთელები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან. მოცემულ შეხვედრაში, „ავსტრალიის ღია პირველობის“ მოქმედი ჩემპიონი უდავო ფავორიტია. წლის პირველი „დიდი სლემის“ ტურნირზე, ფედერერმა ბედენე, შტრუფი და გასკე გამოთიშა ასპარეზობას და მას ჯერ-ჯერობით ერთი სეტიც არ აქვს წაგებული. რაც შეეხება უნგრელ ჩოგბურთელს, მან ალბოტს, კიურეისა და კიკერს სძლია, ხვალ კი წინ დიდი გამოცდა ელის.

ავსტრიელი ჩოგბურთელი დომინიკ ტიმი ამერიკელ ტენის სანდგრენს შეხვდება. მატჩში ტიმი უდიდესი ფავორიტია, მაგრამ მიმდინარე ტურნირზე სანდგრენმა ჩარდის, ვავრინკას და მარტერერს მოუგო. ჩოგბურთელები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან. ტიმი „ავსტრალიის ღია პირველობაზე“ კარგად ასპარეზობს. მან პელა, კუდლა და მანარინო დაამარცხა. პაექრობა 09:00 საათისთვისაა ჩანიშნული.

მამაკაცთა შორის დღის ბოლო შეხვედრა ნოვაკ ჯოკოვიჩსა და ჰიუნ ჩუნგს შორის გაიმართება. ჯოკოვიჩი ფედერერისა და ტიმის მსგავს ფავორიტად არ მოიაზრება, ყოველ შემთხვევაში ბუკმეიკერები მას 1.25 კოეფიციენტს ანიჭებენ. გასული წლის „ავსტრალიის ღია პირველობაზე“, სერბმა ჩოგბურთელმა ახალგაზრდა სამხრეთ კორეელი 3 სეტში დაამარცხა, ანგარიშით 6-3, 6-2, 6-4. ჩუნგი ახალგაზრდა ჩოგბურთელთა შორის გამართული შემაჯამებელი ტურნირის ჩემპიონია და ჯოკოვიჩს წინ სერიოზული გამოცდა ელის. მიმდინარე „სლემის ტურნირზე“, ჯოკოვიჩმა იანგი, მონფილსი და რამოსი დაამარცხა, ჩუნგმა კი მედვედევი და ძმები ზვერევები გამოთიშა ასპარეზობას. უდავოდ სანახაობრივი შეხვედრა თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018