ზიდანის დიდი შეცდომა - "სიტი" "რეალს" 100 მილიონ ევროდ შეფასებულ ფეხბურთელს წაართმევს

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი / ტრანსფერები 22-იან, 12:339 GioToServe 306 0






ზიდანის დიდი შეცდომა - "სიტი" "რეალს" 100 მილიონ ევროდ შეფასებულ ფეხბურთელს წაართმევს


პეპ გვარდიოლა მადრიდის „რეალის“ ნიჭიერ ფეხბურთელს მარკო ასენსიოს ყურადღებით ადევნებს თვალს.

გასული სეზონის განმავლობაში, მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში, 22 წლის ესპანელი შემტევი ნახევარმცველი მარკო ასენსიო, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა გახლდათ . მან არაერთი კარგი გოლი გაიტანა და ზინედინ ზიდანს „ლა ლიგის“ ტრიუმფში ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო. „ესპანეთის ჩემპიონატთან“ ერთად, მარკო ასენსიო „ჩემპიონთა ლიგის“, „ესპანეთის სუპერ თასისა“ და სხვა ტურნირების გამარჯვებულიც გახდა.

22 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყო. მან „ესპანეთის სუპერ თასზე“, „ბარსელონას“ წინააღმდეგ, გოლის გატანით გამოიჩინა თავი და ლამაზი გოლებით „ლა ლიგის“ საწყის შეხვედრებშიც შეძლო მეტოქეთა კარის დალაშქვრა.

ახლა კი, იანვარში, სცენარი სულ სხვაგვარად განვითარდა. ასენსიო ამჟამად მხოლოდ „თასის“ მატჩებზე ასპარეზობს და ზიდანი მას ძირითადი მოთამაშეების დასასვენებლად თუ იყენებს. როგორც ჩანს, ესპანელი ვინგერი ზინედინ ზიდანის ნდობით ვერ სარგებლობს.

მიუხედავად იმისა, რომ „სამეფო გუნდი“ ცუდი ფორმაში იმყოფება, ბენზემა და ბეილი ტრავმირებულნი იყვნენ, ასენსიომ მადრიდის „რეალის“ სასტარტო შემადგენლობაში კუთვნილი ადგილი მაინც დაკარგა.

"რეალის" რიგებში, მარკოს სათამაშო დრო მასმედიისათვის სერიოზული ეჭვებისა და ვარაუდების გამოთქმის საშუალებას იძლევა. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი 22 წლის სამომავლო გეგმებს უკავშირდება - ფეხბურთელით ბევრი ევროპული კლუბია დაინტერესებული.

“ESPORT.GE”-ს ინფორმაციით, ჟოზე მოურინიო მზადაა 22 წლის ვინგერში 100 მილიონი ევროს გადასახდელად,, თუმცა როგორც ირკვევა, "მანჩესტერ იუნაიტედს" ფეხბურთელის მოპოვებაში, „მანჩესტერ სიტი“ გაუწევს წინააღმდეგობას. მეორე ინგლისური კლუბიც ესპანელი თავდამსხმელის შემოერთებას გეგმავს.

ჩვენი ინფორმაციით, ალექსის სანჩესის ჩავარდნილი და ვერ განხორციელებული ტრანსფერის შემდგომ, პეპ გვარდიოლამ მთელი ყურადღება ასენსიოს ტრანსფერისკენ მიმართა. ესპანელი სპეციალისტი 22 წლის თავდამსხმელის "სიტიში" გადმოყვანას ზაფხულში შეეცდება. მისი აზრით, ასენსიოს აქვს იმის პერსპექტივა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ფეხბურთელად იქცეს.

მიმდინარე სეზონში, მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში, 29 შეხვედრაში, მარკო ასენსიომ 8 გოლის გატანა მოახერხა. გოლების უმრავლესობა ასენსიომ შეცვლაზე შემოსვლის შემდგომ გაიტანა.

კვირას, „სამეფო გუნდმა“ 7:1 ანგარიშით სძლია „დეპორტივოს“. ასენსიოს კი არც შეხვედრის მეორე ნახევარში არ მიუღია მონაწილეობა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018