სენსაციებით აღსავსე მელბურნის 1/8 ფინალები - ასპარეზობას ერთდროულად რამდენიმე წამყვანი ჩოგბურთელი გამოეთიშა

სიახლეები / ჩოგბურთი / Atp / ავსტრალიის ღია პირველობა / მსოფლიო ჩოგბურთი 22-იან, 21:029 GioToServe 1386 0






სენსაციებით აღსავსე მელბურნის 1/8 ფინალები - ასპარეზობას ერთდროულად რამდენიმე წამყვანი ჩოგბურთელი გამოეთიშა


დღეს, 2018 წლის „ავსტრალიის ღია პირველობის“ მეორე 1/8 ფინალები გაიმართა, რომლებიც სენსაციებით დახუნძლული აღმოჩნდა.

პირველ ორ შეხვედრაში მოვლენები ლოგიკურად განვითარდა.

ტომაშ ბერდიხმა იტალიელი ფაბიო ფონინი 3 სეტში მარტივად დაამარცხა, ანგარიშით 6-1, 6-4, 6-4. შეხვედრა 2 საათისა და 11 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ჩეხი ჩოგბურთელი ბრწყინვალე ფორმაშია და განაგრძობს სოლიდურ ასპარეზობას.

მომდევნო მატჩში, შვეიცარელი როჯერ ფედერერი უნგრელ ჩოგბურთელს მარტონ ფუქსოვიჩს დაუპირისპირდა. ფედერერმა 3 სეტში სძლია მეტოქეს. საბოლოო ანგარიში 6-4, 7-6(3), 6-2. მატჩმა 2 საათისა და 4 წუთის განმავლობაში გასტანა. მოქმედ ჩემპიონს მიმდინარე „სლემის“ ტურნირზე სეტიც არ აქვს წაგებული და ასეთ ფორმაში მყოფი როჯერის გაჩერება ძალიან რთული იქნება.

მესამე დაპირისპირება ამერიკელ ჩოგბურთელ ტენის სანდგრენსა და ავსტრიელ დომინიკ ტიმს შორის გაიმართა. ტიმი მატჩში უდიდესი ფავორიტი გახლდათ, მაგრამ მოლოდინი ვერ გაამართლა. იგი მსოფლიოს ნომერ 97-ე ჩოგანთან 5 სეტში დამარცხდა, ანგარიშით 6-2, 4-6, 7-6(4), 6-7(9), 6-3. მატჩი თითქმის 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა. „დიდი სლემის“ ტურნირზე, 26 წლის ჩოგბურთელის საოცნებო წინსვლა გრძელდება.

დღევანდელი დღე, წლის პირველი „დიდი სლემის“ ყველაზე დიდი სენსაციით დაგვირგვინდა. სამხრეთ კორეელმა ჩოგბურთელმა ჰიეონ ჩუნგმა მსოფლიოს ყოფილი ნომერ პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა. სერბი 3 სეტში დამარცხდა, ანგარიშით 6-7(4), 5-7, 6-7(3). დაპირისპირება 3 საათისა და 24 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. 21 წლის ჩუნგი ახალგაზრდებს შორის შემაჯამებელი ტურნირის ჩემპიონია და „ავსტრალიის ღია პირველობაზე“ აღნიშნული წოდება საკმარისზე მეტად ამართლებს.

ხვალ, მელბურნის პირველი 1/4 ფინალები გაიმართება.

გრიგორ დიმიტროვი კაილ ედმუნდს შეხვდება, რაფაელ ნადალი კი მარინ ჩილიჩს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018