ეჟენი ბუშარსა და იღბლიან გულშემატკივარს შორის მესამე პაემანი შედგება

სიახლეები / პირადი ცხოვრება / ჩოგბურთი / WTA / ავსტრალიის ღია პირველობა / სხვა სახეობები 23-იან, 15:429 GioToServe 1994 0





ეჟენი ბუშარსა და იღბლიან გულშემატკივარს შორის მესამე პაემანი შედგება


ეს ყველაფერი დაიწყო, როგორც „ტვიტერის“ ერთი ჩვეულებრივი ხუმრობა, როდესაც „მისურის უნივერსიტეტის“ სტუდენტმა ჯონ გორკმა ეჟენი ბუშარს მიწერა, რომ თუკი „ნიუ ინგლანდ პეტრიოტსი“ „სუპერ ბოულს“ მოიგებდა, კანადელი ჩოგბურთელი მას პაემანზე უნდა გაჰყოლოდა. მართლაც, გუნდმა ჩინებული "ქამბექი" შეასრულა.

მოვლენების მოულოდნელმა განვითარებამ და „ატლანტა ფალკონსის“ დამარცხებამ, გორკს დიდი პირადი გამარჯვება მოუტანა. ჯონი და ეჟენი „სუპერ ბოულ LI“-ის შემდგომ, „ბრუკლინ ნეტსის“ თამაშს ერთად დაესწრნენ. დეკემბერში, ეჟენი ბუშარმა ჯონთან ერთად მეორე პაემანზეც მოისურვა წასვლა და „ტვიტერზე“ გორკთან ერთად, ფლორიდაში გადაღებული ახალი ფოტოც გამოაქვეყნა.

ახლა, „NFL კანადისგან“ მიღებული მოწვევის შედეგად, გორკი და ბუშარი „სუპერ ბოულ LII“-საც ერთად დაესწრებიან. სპორტული ღონისძიება 4 თებერვალს, მინეაპოლისში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის „ავსტრალიის ღია პირველობის“ მეორე წრეში, კანადელი ჩოგბურთელი ეჟენი ბუშარი მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგან სიმონა ჰალეპთან 6-2, 6-2 ანგარიშით დამარცხდა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018