დღის ახალი ამბები

ბასილაშვილი: "მე და მამას 10 დღე მანქანაში გვეძინა, ის რაღაცნაირად ამ წარმოუდგენელს ახერხებდა"

ბასილაშვილი: "მე და მამას 10 დღე მანქანაში გვეძინა, ის რაღაცნაირად ამ წარმოუდგენელს ახერხებდა"

საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ახლო წარსულში ქართულ გამოცემა Adjarasport.Tv-ისთან ვრცელი ვიდეო ინტერვიუ ჩაწერა.

ბასილაშვილმა არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა თავისი კარიერის ირგვლივ. მათ შორის ნიკოლოზი საკუთარი კარიერის საწყის წლებს შეეხო, როცა განსაკუთრებით უჭირდა და პროფესიონალ სპორტსმენად ჩამოყალიბებას დიდი წვალება დასჭირდა.

"მამაჩემმა თავისი პირადი ცხოვრება გადადო, ის დამყვებოდა ყველა ტურნირზე. ჩვენ რთული სიტუაციები გამოვიარეთ და მძიმე პირობებში გვიწევდა ჯერ თბილისში და შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში თავის გატანა".

"მამაჩემი რაღაცნაირად ახერხებდა თანხების მოძიებას, რომელიც ამ ყველაფრისთვის საჭირო იყო. ზოგჯერ სასტუმროში ვცხოვრობდით, თუმცა გვქონია შემთხვევა, როცა 10 დღე მანქანაში გვეძინა. ეს ყველაფერი კი რამდენჯერმე მოხდა". - განაცხადა ბასილაშვილმა.




გაზიარება
მოინახულეს 4 134-ჯერ
კომენტარები
რეკლამა