"ავსტრალიის ღია პირველობის" სენსაციებით დახუნძლული მე-9 დღე

სიახლეები / ჩოგბურთი / Atp / ავსტრალიის ღია პირველობა / მსოფლიო ჩოგბურთი 23-იან, 19:399 GioToServe 705 0






დღეს, 23 იანვარს, „ავსტრალიის ღია პირველობის“ პირველი 1/4 ფინალები გაიმართა.

2018 წლის პირველი „დიდი სლემის“ ტურნირის მე-9 დღე სენსაციებითა და აბსოლუტური მოულოდნელობებით დაგვირგვინდა.

პირველ შეხვედრაში, ბულგარელი ჩოგბურთელი გრიგორ დიმიტროვი ბრიტანელ კაილ ედმუნდს დაუპირისპირდა. 23 წლის ედმუნდმა დიმიტროვს 4 სეტში სძლია, ანგარიშით 6-4, 3-6, 6-3, 6-4. შეხვედრა 2 საათისა და 52 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. კარიერაში პირველად, ბრიტანელი ჩოგბურთელი „დიდი სლემის“ 1/2 ფინალში იასპარეზებს.

მეორე მატჩში, მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი ესპანელი რაფაელ ნადალი ხორვატ მარინ ჩილიჩს შეხვდა. ჩილიჩმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია ნადალს. ამ უკანასკნელს, თავის მხრივ, ტრავმაც აწუხებდა, რამაც მატჩის მიწურულს კიდევ უფრო შეაწუხა და რაფას შეხვედრის დროზე ადრე დასრულება მოუწია. შედეგად, ჩილიჩმა მეტოქეს 5 სეტში აჯობა, ანგარიშით 3-6, 6-3, 6-7(5), 6-2, 2-0. მატჩი თითქმის 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. „ამერიკის ღია პირველობის“ ჩემპიონი განაგრძობს დამაჯერებელი ჩოგბურთის დემონსტრირებას.

რაც შეეხება ქალბატონებს, მოულოდნელობები თავიდან არც "WTA"-ს სპორტსმენებს ასცდენიათ.

კერძოდ, ბელგიელმა ელის მერტენსმა 23 წლის ელინა სვიტოლინა 2 სეტში გაანადგურა, ანგარიშით 6-4, 6-0. შეხვედრის ხანგრძლივობა: 1 საათი და 1 წუთი. კაილ ედმუნდის მსგავსად, მერტენსიც პირველად იასპარეზებს „დიდი სლემის“ 1/2 ფინალში. შეგახსენებთ, რომ თავად მერტენსი 22 წლისაა.

„ავსტრალიის ღია პირველობაზე“, წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს დანიელი კაროლინა ვოზნიაცკი. მან დღეს ესპანელი კარლა სუარეზ ნავარო 3 სეტში დაამარცხა, ანგარიშით 6-0, 6-7(3), 6-2. მატჩი 2 საათისა და 14 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

ხვალ, „ავსტრალიის ღია პირველობის“ მეორე 1/4 ფინალები ჩატარდება.

სამხრეთ კორეელი ჰიეონ ჩუნგი ტენის სანდგრენს შეხვდება, როჯერ ფედერერი კი ტომაშ ბერდიხს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ქალთა კატეგორიას, გერმანელი ანჟელიკ კერბერი ამერიკელი მედისონ კიზის დამარცხებას შეეცდება, რუმინელ სიმონა ჰალეპს კი ჩეხი ჩოგბურთელის კაროლინა პლიშკოვას სახით უდიდესი გამოცდა ელის.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018