2018 წლის "ავსტრალიის ღია პირველობის" მეათე დღის შედეგები

სიახლეები / ჩოგბურთი / Atp / WTA / ავსტრალიის ღია პირველობა / მსოფლიო ჩოგბურთი 24-იან, 17:409 GioToServe 582 0






დღეს, მიმდინარე წლის „ავსტრალიის ღია პირველობის“ მეორე 1/4 ფინალები გაიმართა, სადაც მოვლენები ლოგიკურად განვითარდა. „დიდი სლემის“ მე-10 დღე მოულოდნელობებითა თუ სენსაციებით აღსავსე არ ყოფილა.

პირველ შეხვედრაში, სამხრეთ კორეელი ჰიუნ ჩუნგი ამერიკელ ტენის სანდგრენს დაუპირისპირდა. 21 წლის ჩოგბურთელმა სანდგრენი 3 სეტში დაამარცხა, ანგარიშით 6-4, 7-6(5), 6-3. შეხვედრა 2 საათისა და 34 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

მეორე მატჩში, შვეიცარელი როჯერ ფედერერი ჩეხ ტომაშ ბერდიხს შეხვდა. მოქმედმა ჩემპიონმა ნაცნობ მეტოქეს 3 სეტში სძლია, ანგარიშით 7-6(1), 6-3, 6-4. შეხვედრა 2 საათისა და 18 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.

რაც შეეხება ქალთა დაპირისპირებებს, გერმანელმა ანჟელიკ კერბერმა ამერიკელი მედისონ კიზი 2 სეტში გაანადგურა, ანგარიშით 6-1, 6-2. „ავსტრალიის ღია პირველობის“ ყოფილ ჩემპიონს აღნიშნული შედეგის დაფიქსირებისათვის სულ 52 წუთი დასჭირდა.

მომდევნო მატჩში, რუმინელმა სიმონა ჰალეპმა ჩეხ კაროლინა პლიშკოვას ასევე 2 სეტში სძლია, ანგარიშით 6-3, 6-2. ჰალეპმა გამარჯვება 1 საათსა და 13 წუთში მოიპოვა.

ხვალ, 25 იანვარს, 2018 წლის პირველი „დიდი სლემის“ ტურნირზე არანაკლებ საინტერესო შეხვედრები გველის.

ხორვატი მარტინ ჩილიჩი, რომელმაც ტურნირის 1/4 ფინალში რაფაელ ნადალი დაამარცხა, ბრიტანელ კაილ ედმუნდს დაუპირისპირდება. 23 წლის ედმუნდმა 1/4 ფინალში ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი გამოთიშა ასპარეზობას.

ქალთა თანრიგში კი ორი მატჩი ჩატარდება.

ბელგიელი ელის მერტენსი დანიელი კაროლინა ვოზნიაცკის დამარცხებას შეეცდება.

სიმონა ჰალეპისა და ანჟელიკ კერბერის დაპირისპირება კი უაღრესად სანახაობრივი მატჩი უნდა იყოს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018