სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / გერმანია / ტრანსფერები
რატომ ვერ გადავიდა პიერ-ემერიკ ობამეიანგი "რეალში" ?

რატომ ვერ გადავიდა პიერ-ემერიკ ობამეიანგი "რეალში" ?


მადრიდის „რეალს“ დორტმუნდის „ბორუსიის“ თავდამსხმელის პიერ-ემერიკ ობამეიანგის კლუბში გადმოყვანა შეეძლო.

„სამეფო გუნდი“ პირველი კლუბი იყო, რომელსაც ობამეიანგის ტრანსფერის სისრულეში მოყვანა რეალურად ხელეწიფებოდა.

თავად ფორვარდსაც მადრიდის „რეალში“ სურდა გადასვლა, რადგან სწორედ „სამეფო გუნდის“ რიგებში თამაში წარმოადგენს მის ოცნებას.

როგორც ირკვევა, ზინედინ ზიდან ობამეიანგით დაინტერესებული არ იყო და სულაც არ სურდა მისი "რეალის" შემადგენლობაში ხილვა.

ესპანელებს ობამეიანგის ყიდვა იდენტურ თანხად - 55 მილიონ ევროდ შეეძლოთ, მაგრამ ახლა უკვე გვიანია - გაბონელი ფეხბურთელი საფეხბურთო კარიერას "არსენალში" განაგრძობს.










კომენტარის დამატება