ნადალმა დუმილი დაარღვია - როგორია ესპანელის ამჟამინდელი მდგომარეობა ?

სიახლეები / ჩოგბურთი / Atp / მსოფლიო ჩოგბურთი 02-თებ, 14:599 GioToServe 464 0





ნადალმა დუმილი დაარღვია - როგორია ესპანელის ამჟამინდელი მდგომარეობა ?


მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა თავისი ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

„ახლაც კი ვწუხვარ, რომ 2018 წლის „ავსტრალიის ღია პირველობიდან“ მოხსნა მომიწია. სწორი მიმართულებით მივდიოდი და კარგ ჩოგბურთსაც ვთამაშობდი. როგორც მოგეხსენებათ, სხვადასხვა სახის დაბრკოლებები გზაზე ხშირად გვხვდება ხოლმე. ჩემი ტრავმა ძალიან მზღუდავდა და შესაბამისად ვერ ვმოძრაობდი, ასე რომ, ასპარეზობის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა, თამაში უბრალოდ აღარ შემეძლო."

"საბედნიეროდ, გაირკვა ისიც, რომ ჩემი ტრავმა სერიოზული არაა და ეს ამბავი მე ძალიან მიხარია. მართალია გამოჯანმრთელებისა და რეაბილიტაციის პროცესი ნელა მიმდინარეობს, მაგრამ დღითიდღე ვპროგრესირებ და თავს უკეთ ვგრძნობ.“

„მინდა, რომ ჯანმრთელი ვიყო და აკაპულკოში ვიასპარეზო. შემდგომ მიზანს უკვე ინდიან უელსი და მაიამი წარმოადგენს. ამ მომენტისათვის, ჩემი მთავარი მოტივაცია ისაა, რომ თიხაზე ისევ მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი გავხდე.“ - ციტირებს 2017 წლის „საფრანგეთის ღია პირველობის“ ჩემპიონის სიტყვებს „ESPORT.GE”.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018