2018 წლის TOP 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი

სიახლეები / ფეხბურთი / ტრანსფერები 02-თებ, 15:439 GioToServe 1403 0






ფეხბურთის ისტორიაში, 2018 წლის ზამთრის სატრანსფერო პერიოდი საკმაოდ მხურვალე და ყველაზე რენტაბელური აღმოჩნდა. მოულოდნელი, მრავალმილიონიანი, ვარსკვლავებით დახუნძლული ტრანსფერების მომსწრენი ყოველდღე ნამდვილად ვერ ვხდებით. ინგლისურმა კლუბებმა ტრანსფერებზე დაახლოებით ნახევარი მილიარდი ევრო დახარჯეს, რაც 2011 წლის ზამთარში დამყარებულ რეკორდს თითქმის ორჯერ აღემატება.

„ESPORT.GE” გთავაზობთ 2018 წლის ზამთრის 10 ყველაზე ძვირადღიღებულ ტრანსფერს...

10) რეიტინგს ხსნის 28 წლის ვინგერი თეო უოლკოტი. არსენ ვენგერმა იგი თავის რიგებიდან ჩამოწერა და „ევერტონს“ 22,50 მილიონ ევროდ მიჰყიდა. „ევერტონის“ შემადგენლობაში ფეხბურთელის დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა - მან პირველივე მატჩში შეძლო საგოლე გადაცემის შესრულება. შედეგად, შეხვედრა ფრედ დასრულდა. მომდევნო მატჩში უოლკოტმა დუბლი გაიფორმა და „ევერტონს“ გამარჯვება მოუტანა. მისი მოქმედი კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან 3,5 წელიწადის განმავლობაში იქნება ძალაში.

2018 წლის TOP 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი


9) კიდევ ერთი ტრანსფერი ინგლისური „პრემიერ ლიგის“ ფარგლებში: „პრემიერ ლიგაში“ უელსის ერთადერთმა წარმომადგენელმა და ჩემპიონატის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა „სუონსიმ“ საკუთარი სატრანსფერო რეკორდი მოხსნა. კლუბმა ანდრე აიუ შემოიერთა, რომელიც „სუონსის“ მაისურით ადრეც ასპარეზობდა. 28 წლის განელი ფეხბურთელის კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული.

2018 წლის TOP 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი


8) ამ ბრაზილიელ ფეხბურთელთან დაკავშირებით, „ტოტენჰემმა“ „პ.ს.ჟ.“-სთან შეთანხმებას ჯერ კიდევ სატრანსფერო პერიოდის დაწყებამდე მიაღწია, მაგრამ პარიზული კლუბი იმედოვნებდა, რომ გამოჩნდებოდა სხვა მხარე, რომელიც უფრო დიდ თანხას გადაიხდიდა ფეხბურთელში. შედეგად, სატრანსფერო პერიოდის უკანასკნელ დღეს, ლუკას მოურა „ტოტენჰემის“ რიგებში გაწევრიანდა. მან ინგლისურ კლუბთან 5,5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. საინტერესო ის გარემოებაც, რომ ლუკასი სულ რაღაც მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელიც „ტოტენჰემმა“ 2015 წლიდან მოყოლებული, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შემოიერთა.

2018 წლის TOP 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი


7) ცენტრალური მცველის ტრანსფერი, სხვა ფეხბურთელის გაყიდვის რეაქციას წარმოადგენდა. სატრანსფერო პერიოდის უკანასკნელ დღეებში, „ატლეტიკ ბილბაომ“ „მანჩესტერ სიტის“ ლაპორტი 65,00 მილიონ ევროდ მიჰყიდა. ბასკურმა კლუბმა ცენტრალური მცველი დაკარგა და ის ექსტრემალურ რეჟიმში ეძებდა ლაპორტის შემცვლელს. ერთი დღის შემდგომ, კლუბმა განაცხადა, რომ ინიგო მარტინესი „ბილბაოს“ რიგებს შეუერთდა. სატრანსფერო თანხა 32,00 მილიონ ევროს შეადგენდა. საბოლოო ჯამში, ესპანურმა კლუბმა პერსპექტიული მცველი მოიპოვა და ლაპორტის გაყიდვით დამატებით 33,0 მილიონი ევრო სუფთა მოგება ნახა.

2018 წლის TOP 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი


6) ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, ჩინელებმაც თქვეს თავიანთი სიტყვა. „ბეიცზინ გოანი“ „ვილიარეალთან“ დიდი ხნის განმავლობაში ათანხმებდა თავდამსხმელ სედრიკ ბაკამბუს ტრანსფერის ამბებს და საბოლოო ჯამში, 17 იანვარს, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. სატრანსფერო თანხამ 40 მილიონი ევრო შეადგინა. რაც ყველაზე საინტერესოა, გადასახადის სახით, დაახლოებით იგივე თანხა უნდა გადაუხადონ ჩინელებმა ადგილობრივ ფედერაციას.

2018 წლის TOP 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი


5) ჩვენი რეიტინგის შუაში აღმოჩნდა ზამთრის სატრანსფერო პერიოდის მოლოდინებით აღსავსე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტრანსფერი - პიერ-ემერიკ ობამეიანგი მძიმე არტილერიას შეუერთდა. გაბონელი ფეხბურთელის ინგლისურ კლუბში გადასვლას არაერთი ფაქტორი აფერხებდა, მაგრამ 31 იანვარს, „მეთოფეებმა“ ოფიციალურად განაცხადეს, რომ ობამეიანგი 63,75 მილიონ ევროდ შეისყიდეს. აღნიშნული სატრანსფერო თანხა კლუბის ახალი რეკორდია. ობამეიანგის მიმდინარე ხელშეკრულება „არსენალთან“ 4,5 წელიწადის განმავლობაში იქნება ძალაში.

2018 წლის TOP 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი


4) „ლა ლიგის“ ყველაზე ძვირადღირებული მცველის ტრანსფერის იდეა „მანჩესტერ სიტის“ ეკუთვნის. ინგლისურმა კლუბმა „ატლეტიკ ბილბაოს“ ემერიკ ლაპორტი წაართვა. „ბასკებმა“ ინგლისელებს 65,00 მილიონი ევრო მოსთხოვეს. ზედმეტი ფიქრის გარეშე, „სიტი“ „ბილბაოს“ დათანხმდა და აღნიშნული თანხაც გადაურიცხა. „მანჩესტერ სიტისთან“ ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა 5,5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გახანგრძლივებასაც ექვემდებარება.

2018 წლის TOP 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი


3) დიეგო კოსტა "ჩელსიდან" "ატლეტიკოში" დაბრუნდა. მხარეებმა დიეგო კოსტას ტრანსფერის შესახებ შეთანხმებას ჯერ კიდევ ზაფხულში მიაღწიეს და ამ მიზეზის გამო ეს ამბავი ბევრს დაავიწყდა. მასმედიას ავიწყდება დიეგო კოსტას ზამთრის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერების სიაში შეყვარა. 2018 წლის 1 იანვრამდე, „ატლეტიკო“ შეზღუდული იყო და არ შეეძლო ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია. ასე რომ, კოსტას ტრანსფერი ფორმალურად სატრანსფერო პერიოდის გახსნიდან პირველივე დღეს შედგა. დიეგო კოსტამ „ატლეტიკოში“ დაბრუნება ბრწყინვალედ აღნიშნა. მან 5 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემა შეასრულა და 1 წითელი ბარათიც დაიმსახურა.

2018 წლის TOP 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი


2) სატრანსფერო პერიოდის ოფიციალურად გახსნამდე, ჯერ კიდევ 2017 წლის 27 დეკემბერს, „ლივერპულმა“ „საუტჰემპტონის“ ცენტრალური მცველის ვირჯილ ვან დეიკის გაფორმების ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა. სატრანსფერო თანხა 78,80 მილიონ ევროს შეადგენდა. ტრანსფერის ყოვლად წარმოუდგენელმა თანხამ ყველა შოკში ჩააგდო - ვან დეიკი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ მცველად, „ლივერპულის“ ყველაზე ძვირადღირებულ შენაძენად და „საუტჰემპტონის“ ყველაზე ძვირადღირებულ სეილად იქცა. საინტერესოა, ის ფაქტიც, რომ „ლივერპულის“ შემადგენლობაში პირველივე მატჩში, ვან დეიკმა პრინციპული მოწინააღმდეგის „ევერტონის“ წინააღმდეგ გოლის გატანაც მოახერხა.

2018 წლის TOP 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი


1) 2018 წლის ზამთრის სატრანსფერო პერიოდის ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერს წარმოადგენს ფელიპე კოუტინიოს „ლივერპულიდან“ „ბარსელონაში“ გადასვლა. სატრანსფერო თანხამ 120,00 მილიონი ევრო შეადგინა. საგა გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული გრძელდებოდა და 2018 წლის 6 იანვარს დასრულდა. კატალონიურ კლუბთან ბრაზილიელმა ფეხბურთელმა 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელშიც არაერთი საინტერესო პუნქტი სახელდება. მაგალითად, „ლივერპულს“ შეუძლია დამატებით 5 მილიონი ევრო მიიღოს კოუტინიოს მიერ „ბარსელონას“ მაისურით 25 მატჩის ჩატარების შემდგომ, ან გამოიმუშავოს 20 მილიონი ევრო, როდესაც კოუტინიო 100 მატჩის ნიშნულზე ავა. საერთო ჯამში, საპრიზო თანხის რაოდენობა 40 მილიონ ევროს შეადგენს.

2018 წლის TOP 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018