ფეხბურთის ცნობილი ვარსკვლავი რიანას ეკურკურება: "ეს გოგონა ჩემი თილისმაა!"

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი / გერმანია 04-თებ, 13:149 GioToServe 3919 0






ფეხბურთის ცნობილი ვარსკვლავი რიანას ეკურკურება: "ეს გოგონა ჩემი თილისმაა!"


ფეხბურთი ყოველთვის გრანდიოზული კონტრაქტების, არაჩვეულებრივი შედეგებისა და ცნობილი პოპ ვარსკვლავების ირგვლივ არ კონცენტრირდება, მაგრამ არცთუ იშვიათად, სპორტი სწორედ ზემოთდასახელებულის კომბინაციასაც გვთავაზობს.

მესუტ ოზილმა „არსენალთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთელი ანაზღაურების სახით, კვირაში 350,000 ფუნტს მიიღებს. ჩრდილო ლონდონურ კლუბში გერმანელი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გეგმავს დარჩენას.

შაბათს ღამით, „ემირატების მოედანზე“, „მეთოფეებმა“ 5-1 ანგარიშით დაამარცხეს „ევერტონი“. შეხვედრას ცნობილი მომღერალი რიანაც ესწრებოდა. მატჩში ოზილიც მონაწილეობდა და გამარჯვება მხოლოდ გუნდთან ერთად არ აღუნიშნავს. გამთამაშებელმა თავისი წარმატების მიზეზად რიანა დაასახელა და პოპ ვარსკვლავს თავისი თილისმა უწოდა.

ფეხბურთის ცნობილი ვარსკვლავი რიანას ეკურკურება: "ეს გოგონა ჩემი თილისმაა!"


2014 წლის „მსოფლიო ჩემპიონატის“ ფინალში, გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა 1-0 ანგარიშით დაამარცხა არგენტინა და ფეხბურთის სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. მაშინაც, აღნიშნული წარმატება, საყოველთაოდ ცნობილმა სუპერვარსკვლავმა რიანამ, ოზილთან და მის გუნდელებთან ერთად, ბრაზილიაში აღნიშნა.

ამჯერად, რიანა „ემირატების მოედანზე“ „არსენალის“ ბრწყინვალე პერფორმანსის მომსწრე გახდა და სასურველი შედეგის დაფიქსირების შემდომ, ოზილი 29 წლის ბარბადოსელ მომღერალს კიდევ ერთხელ შეხვდა.

ოზილმა რიანასთან ერთად ფოტო გადაიღო, რომელსაც ამგვარი წარწერა დაურთო: „რიანასთან ერთად ისევ დაუმარცხებელი ვარ - ჯერ 2014 წლის „მსოფლიო ჩემპიონატის“ ტრიუმფი, ახლა კი „ემირატების მოედანზე“ მოპოვებული გამარჯვება. რიანა ჩემი თილისმაა.“

ფეხბურთის ცნობილი ვარსკვლავი რიანას ეკურკურება: "ეს გოგონა ჩემი თილისმაა!"


რაც შეეხება საკუთრივ საფეხბურთო დაპირისპირებას, აარონ რემსიმ ჰეთ-ტრიკი შეასრულა. გულშემატკივრები არც იანვრის სატრანსფერო პერიოდის შენაძენებით დარჩენილან უკმაყოფილო - ჰენრიხ მხითარიანისა და პიერ-ემერიკ ობამეიანგის ბრწყინვალე დებიუტი ნამდვილად შედგა.

ზამთრის სატრანსფერო პერიოდის უკანასკნელ დღეს, ობამეიანგი დორტმუნდის „ბორუსიიდან“ „არსენალში“ გადავიდა. მისი სატრანსფერო თანხა „არსენალის“ ისტორიაში რეკორდული გახდა. გაბონელი თავდამსხმელი ყოფილ თანაგუნდელს ჰენრიხ მხითარიანს შეუერთდა. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი გაცვლითი ტრანსფერის მონაწილე გახდა: ალექსის სანჩესი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა, მხითარიანი კი „მეთოფეებს“ შეუერთდა.

„არსენალმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო აარონ რემსიმ, ინგლისური კლუბის ვარსკვლავებით დახუნძლულ შემადგენლობაში, კარიერაში პირველად გაიფორმა ჰეთ-თრიკი.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018