ნადალმა ფედერერის მიერ მე-20 "დიდი სლემის" მოგების შესახებ კომენტარი გააკეთა

სიახლეები / ჩოგბურთი / Atp / ავსტრალიის ღია პირველობა / მსოფლიო ჩოგბურთი 04-თებ, 18:029 GioToServe 610 0





ნადალმა ფედერერის მიერ მე-20 "დიდი სლემის" მოგების შესახებ კომენტარი გააკეთა


რაფაელ ნადალმა როჯერ ფედერერის მიმართ თავისი აღტაცება ვერ დამალა. მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგანმა შვეიცარელი ჩოგბურთელის მიერ "დიდი სლემის" მე-20 ტიტულის მოგება შეაფასა და "ავსტრალიის ღია პირველობის" დასრულების შემდგომ, საკუთარი მოსაზრება გამოთქვა:

"როჯერ ფედერერის მიერ მე-20 "დიდი სლემის" მოგება ბუნებრივად იწვევს აღტაცებასა და განცვიფრებას. ძალიან რთულია იმის თქმა, თუ როგორ გამოსდის ეს ყველაფერი როჯერს, მაგრამ მე მისით მოხიბლული ვარ."

"ფედერერსა და მე ერთმანეთთან მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს და არცთუ იშვიათად, მნიშვნელოვანი პაექრობების მონაწილენიც ვხდებით ხოლმე. მართალია ერთმანეთს ხშირად ვეჯიბრებით, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩოგბურთი მხოლოდ და მხოლოდ სპორტია."

"ის ემოცია, რასაც ერთი ჩვენგანი განიცდის, არც მეორესთვისაა უცხო. ერთმანეთის მდგომარეობა კარგად გვესმის და ეს ყოველივე, თავის მხრივ, უფრო მეტი პატივისცემისა და დაფასებისაკენ გვიბიძგებს." - ციტირებს "ESPORT.GE" მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგნის რაფაელ ნადალის სიტყვებს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა