Image

ფეხბურთელი მთავარ მწვრთნელს დაუჯერებელი მიზეზის გამო იარაღით დაემუქრა

სიახლეები / ფეხბურთი / არგენტინა 05-თებ, 14:239 GioToServe 543


ფეხბურთელი მთავარ მწვრთნელს დაუჯერებელი მიზეზის გამო იარაღით დაემუქრა


კრისტიან ნეირამ, რომელიც არგენტინულ კლუბ „ესკუელა პრეზიდენტე როკას“ ავარჯიშებდა, მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

„ესკუელა“ არგენტინის მეხუთე საფეხბურთო დივიზიონში - „ტორნეო ფედერალ C”-ში ასპარეზობს.

მთავარი მწვრთნელის მიერ პოსტის დატოვების ამბავი, და საერთოდაც, აღნიშნული კლუბის შესახებ რაიმე ინფორმაცია, ალბათ არავის დააინტერესებდა, რომ არა მწვრთნელის მიერ თანამდებობის დატოვების მთავარი მიზეზის ფორმულირება.

როგორც ირკვევა, ნეირამ კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდგომ მიიღო, რაც გუნდის ვარჯიშზე, ერთ-ერთი ფეხბურთელი მას იარაღით დაემუქრა და ასეთი ფორმით, მისი გუნდის საწყის შემადგენლობაში ჩართვა მოითხოვა.

ამ მოთამაშეს სესარ პაგანი ჰქვია. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პაგანი მუქარასა და თანაგუნდელების მიმართ ძალადობაში დაადანაშაულეს.

ჩვენი ინფორმაციით, მთავარმა მწვრთნელმა, თავისივე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ფეხბურთელს ბრალი არ დასდო და არც სასამართლოში უჩივლა.

აღნიშნულ ისტორიას საზოგადოებაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. რეზონანსი იმდაგვარად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ამ ამბავს გაგრძელება აუცილებლად მოჰყვება - მომხდარს უკვე სამართალდამცავი ორგანოები გამოიძიებენ.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (140)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა
[aviable=main] [/aviable]