მადრიდის "რეალის" ვარსკვლავი კარიერას ინგლისურ გრანდში განაგრძობს

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი / ტრანსფერები 05-თებ, 20:379 GioToServe 2069 0





მადრიდის "რეალის" ვარსკვლავი კარიერას ინგლისურ გრანდში განაგრძობს


კარიმ ბენზემამ მადრიდის „რეალი“ შესაძლოა მიმდინარე სეზონის დასასრულს დატოვოს.

ფრანგი თავდამსხმელის არანაყოფიერმა ასპარეზობამ, „სამეფო გუნდის“ ხელმძღვანელობას ფეხბურთელის გაყიდვის კიდევ ერთი ფუნდამენტური მიზეზი მისცა.

„ESPORT.GE”-ს ინფორმაციით, ამ მომენტისათვის, კარიმ ბენზემა საცხოვრებელ ფართს ლონდონში ეძებს და არაა გამორიცხული, რომ ის ზაფხულში, „არსენალის“ რიგებსაც შეუერთდეს.

როგორც ირკვევა, უკვე დიდი ხანია, რაც არსენ ვენგერი ფრანგი ფორვარდით ინტერესდება.

იმ შემთხვევაში, თუკი ბენზემა და ლონდონური კლუბი შეთანხმებას მიაღწევენ, მოსალოდნელია, რომ 30 წლის ფეხბურთელი "მეთოფეების" შემადგენლობაში უკვე ზაფხულში ვიხილოთ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა